კატეგორია: საზოგადოება

„გაძლებაზეა“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მისი ორგანიზმი „გაძლებაზეა”. გიული ალასანია ელოდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. შესაბამისი შუამდგომლობით ადვოკატმა უწყებას დღეს მიმართა.„მდგომარეობა ჯანმრთელობის იგივეა, სიცხე როგორც ყოველთვის აქვს, სისუსტე არის, მოკლედ გაძლებაზეა ადამიანი, […]

ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია გამოაცხადა – კლინიკებში თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ დარჩა

ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის რგოლმა შესაბამისი მითითებები უკვე მიიღო – პაციენტების ბინაზე მართვა და მკურნალობა, რადგან სეზონური ვირუსის გამო, კლინიკებში თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ დარჩა. სპეციალისტები კი ვაქცინის აუცილებლობაზე საუბრობენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნოემბრის ბოლომდე უფასო აცრით ისარგებლონ. ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ კლინიკა, ასეთი დატვირთული მხოლოდ კოვიდის პიკის პერიოდში იყო. ინფექციურ საავადმყოფოში […]

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს. 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი  ერთი დღის წინ გადაასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და  შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა. შემთხვევა ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ […]

„ინდრაივი“ მხარს უჭერს ქალების მიერ დაარსებულ სტარტაპებს

2022 წელს ლისაბონში ჩატარებულ ვებ სამიტზე (Web Summit) ყურადღება მიიპყრო და დიდი მოწონება დაიმსახურა ქალ მეწარმეთათვის განკუთვნილმა ტექნოლოგიურმა ჯილდომ სახელწოდებით „ავრორა“ (Aurora Tech Award Women Entrepreneurs) და „ინფორმაციული ტექნოლოგიების სტარტაპის დამფუძნებელთა“ (IT Startup Founders) გუნდმა. 2022 წლის ვებ სამიტის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ევროპელ ქალთა 67% მიიჩნევს, რომ […]

„გვჯეროდა, რომ ამდენი ადამიანის თანადგომას ვერაგი სენი ვერ დაამარცხებდა“ – ქართველი პედაგოგი გარდაიცვალა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა პედაგოგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „ჩვენო საყვარელო, თბილო, საოცრად გულიანო ირმა, ჩვენო ირმა მასწავლებელო. გაზაფხულიდან მოუთმენლად ველოდით ყოველ შეხმიანებას შენი ჯანმრთელობის შესახებ. გვჯეროდა, რომ მებრძოლი იყავი, გვჯეროდა, რომ ამხელა სიყვარულს, ამდენი ადამიანის თანადგომას ვერაგი სენი ვერ დაამარცხებდა. გული გვტკივა, რომ შენი ცქრიალა სახე, სიყვარულით გამთბარი თვალები აღარ შემოანათებს ჩვენს სკოლაში. მთელი კოლექტივი […]

 „ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ქალაქში ახლა მომრავლეულია ვირუსი, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ცუდადაა. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია  რენოვირუსი, პოლიგრიპიც ცირკულირებს, თვითონ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა. „პედიატრები ადასტურებენ, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ბავშვია გაციებული. ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება. ანუ გაციებას თან ერთვის ბაქტერია. ეს ძირითადად, […]

სააკაშვილს დემენცია აქვს – მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის და მეტყველების დაქვეითება დაუდასტურდა

მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს – მესამე პრეზიდენტს მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის და მეტყველების დაქვეითება დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია პირველი ავრცელებს. მათივე ცნობით, ექვსთვიანი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადვოკატებს 18 ნოემბერს  გადასცეს. დოკუმენტს ხელს 16 ქართველი და უცხოელი მედიკოსი აწერს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის 16 დიაგნოზი მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. სამედიცინო დოკუმენტი მზად არის, თუმცა […]

საპატრიარქომ მეუფე ზენონი დასაჯა?!

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე […]

აზერბაიჯანში ქორწილებში ფულის „ჩასაწერი” აპარატი მოიგონეს

აზერბაიჯანული ქორწილები მასშტაბურობით გამოირჩევა. მისულ სტუმრებს საჩუქრად ფული მოაქვთ. თანხის ოდენობა საქორწილო წყვილის სიახლოვიდან გამოდინარეობს. რაც უფრო ახლო ნათესავი ხარ, მით უფრო დიდ თანხებზეა საუბარი. შესაძლოა ნათესავმა თავი ვალდებულად ჩათვალოს და ოქრო მიიტანობ, თუმცა ფული მაინც იწერება. მარნეულში და სხვა აზერბაიჯანულ სოფლებში, ქორწილში ყოველთვის გამოიყოფა ნდობით აღჭურვილი ადამიანი, რომელსაც შემოსული თანხის ჩაწერა, ადამიანის სახელების და […]

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელის მომწერი.