საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4.929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი. ინფორმაციისთვის, 252 ადამიანიდან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კატეგორია: საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. ბზობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში წირვა 10:00 საათზე დაიწყება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს […]
თენგიზ ცერცვაძე – “საქართველომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ტოცილიზუმაბი გამოიყენა”
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. „მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. ციტოკინურ შტორმზე, […]
საქართველოში კოვიდ 19-გან 60 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. იპნ
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 242 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4.856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი. ინფორმაციისთვის, 242 ადამიანიდან 57 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გიორგი ბაბუაძე – “კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის”
მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. როგორც გიორგი ბაბუაძე განმარტავს, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. „ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის… ჩვენ […]
საქართველოში წელს ბზა არ გაიყიდება
წელს პირველად, მრევლი ბზის შეძენას ვერ შეძლებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და საგანგებო რეჟიმის გამო, ვაჭრობა აკრძალულია. საქართველოს მასშტაბით, ბზა არსად არ გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუკი ადამიანს ბზა სახლში ექნება, მათ შეუძლიათ ტაძარში მიიტანონ და მამაოები აკურთხებენ. “ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა. ვინც მოიტანს ამ ბზას ვაკურთხებთ. […]
ლენტეხში კოვიდ 19 ოჯახის 4 წევრს დაუდგინდა
ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნებათ. მერის განცხადებით, დაინფიცირებულებს შესაბამის კლინიკებში გადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 54 […]
სტრასბურში კოვიდ 19-გან გარდაცვლილ ქართველ ქალს სისხლის კიბო ჰქონდა
სტრასბურში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს 40 წლამდე მოქალაქე ონკოპაციენტი იყო. როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, 40 წლამდე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდა და კორონავირუსით დაინფიცირებამ ლეტალური შედეგი მოიტანა. მათივე ინფორმაციით, ქალი სამკურნალოდ სტრასბურში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა. “ჯერ საქართველოში მკურნალობდა და რამდენიმე თვეა, რაც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ. ცუდად იყო ძალიან, სისხლის კიბო […]









