სტრასბურში კოვიდ 19-გან გარდაცვლილ ქართველ ქალს სისხლის კიბო ჰქონდა

სტრასბურში კოვიდ 19-გან გარდაცვლილ ქართველ ქალს სისხლის კიბო ჰქონდასტრასბურში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს 40 წლამდე მოქალაქე ონკოპაციენტი იყო.

როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, 40 წლამდე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდა და კორონავირუსით დაინფიცირებამ ლეტალური შედეგი მოიტანა.

მათივე ინფორმაციით, ქალი სამკურნალოდ სტრასბურში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.

“ჯერ საქართველოში მკურნალობდა და რამდენიმე თვეა, რაც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ. ცუდად იყო ძალიან, სისხლის კიბო ჰქონდა. ქიმიებს უკეთებდნენ. აქაც რომ გაუკეთეს ძალიან დასუსტდა. იმდენად ცუდად იყო, კორონავირუსი კი არა, უბრალო გრიპიც მოერეოდა“, – ამბობენ ემიგრანტები.

შეგახსენებთ, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურში დაიღუპა, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

ეს ქართველის კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. უცხოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ქართველი საქართველოში არ გადმოუსვენებით. ეპიდემიის დროს, ყველა ქვეყანაში მოქმედებს გარდაცვლილების დაკრძალვის სავალდებულო წესი და მიცვალებულის საქართველოში ტრანსპორტირება ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

იპნ