კატეგორია: საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმის არის. ამის შესახებ  თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში 25 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა. „კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. 25-დან ერთი არის დადებით პასუხი, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს […]

საქართველოში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა. ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია – 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 მოქალაქეა.

თენგიზ ცერცვაძე – “ექიმებმა შესაძლებელზე მეტი გააკეთეს” – საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 86 წლის ქალი გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძე - ”არის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ჩინელ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდეს, თუმცა ამის მყარი არგუმენტები არ გვაქვს”

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო. “დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის […]

სტიქაროსანს კოვიდ 19 დაუდასტურდა – კვირას ის წირვაზე იყო

სტიქაროსანს კოვიდ 19 დაუდასტურდა - კვირას ის წირვაზე იყო

სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ. ტაძარში მიდიოდა სტიქაროსნის დედაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია. კოვიდ-19 დაუდასტურდა სტიქაროსნის ბაბუასაც. დიანიუსი

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირება 195-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი. ინფორმაციისთვის, 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2 გარდაიცვალა.

დღეს ხარებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი […]

პაატა იმნაძე – „ღიად ვამბობ, ქვეყანაში არის კორონავირუსის შემთხვევები, რომლებიც არ ვიცით”

პაატა იმნაძე -  ყველამ ნერვები დაიწყნაროს,  ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა

“საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ისაუბრა. „დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ […]

7-8 აპრილს საქართველოში აცივდება

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს. „8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი […]