სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა. ქვეწარმავალი ხიდისთავის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დროს საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა. ბავშვებს ტერიტორია დაუყოვნებლივ დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღში დეზინფექცია ჩატარდა.
კატეგორია: საზოგადოება
უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში, გმირულად დაღუპული ქართველო სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მებრძოლის ცხედარს გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირს ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
ნანუკა გულუამ მუშაობა „იმედზე“ დაიწყო
„TV იმედის“ გუნდს მსახიობები და ტელეწამყვანები, ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე შეუერთდნენ. „კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ვიცი, რომ კარგი ფეხი მაქვს და აქაც არ შევირცხვენ თავს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სფერო ასეთ გულღია მიღებას არ არის მიჩვეული. ძალიან თბილი დახვედრა იყო და მეც ვეცდები, რომ ჩემი საქმე შემართებით შევასრულო”, – აცხადებს ნანუკა გულუა. […]
,,კასპობაზე” კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12.000 ლარი ჩაურიცხა
კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12.000 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მერიის ფინანსურმა სამსახურმა დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო. ,,ღამის შოუს ბენდი” საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური […]
„ქარელის დღე” 5 ნოემბერს აღინიშნება – ,,ღამის შოუს ბენდი” 17.000 ლარს მიიღებს
ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს. მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული იქნება ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდი – გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17.000 ლარი გამოიყოს. ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო. შიდა ქართლში […]
კალაძე – „აუზში ყველაფერი ნორმაშია, ბავშვები საავადმყოფოში არ ყოფილან“
თბილისი მთავრობის სხდომაზე მერმა მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეებში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. მისი განცხადებით, მერიამ დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა ჩაატარა და პასუხების მიხედვით, ყველაფერი ნორმაშია. მისი თქმით, პრობლემა არის თანამშრომლებში, რომლებმაც მიზანმიმართულად გაავრცელეს სიცრუე. მერმა ამ შემთხვევაშიც […]
„რაც მოხდა, იმაზე ვინ აგებს პასუხს?” – მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე ბავშვები მოიწამლნენ
გუშინ გვიანობამდე ხმაური იყო მუშტაიდის ბაღთან მდებარე საცურაო აუზზე, სადაც მოზარდები და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ. მშობლებს აინტერესებთ, ვინ არის პასუხისმგებელი მასობრივ ინტოქსიკაციაზე. ისინი გულგრილობასა და უყურადღებობაში მერიასაც ადანაშაულებენ, რადგან აუზი მერიის დაქვემდებარებაშია. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა და კახი კალაძის უწყებას აუზის სადეზინფექციო საშუალების შეცვლის თხოვნითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მწვრთნელიც ადასტურებს, […]
კახა კალაძე – „ამ ტრაგედიამ გამანადგურა…“
„ამ ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს“, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი. „კიდევ […]
„თბილისის მერია, გააუქმეთ აუზებში ეს ტუმბოები…” – ირაკლი ჟვანია
მოქანდაკე და ურბანისტი, ირაკლი ჟვანია თბილისის მერიას შადრევნებში არსებული ტუმბოების გაუქმებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ დაუშვებელია ახალი ტუმბოების ჩადგმა იმ აუზებში, სადაც ზაფხულში ბავშვები თამაშობენ. „ისტორიული ფორმით ვაკის კასკადზე წყალი მოდიოდა თვითდინებით და მასში დენი არსად არ შედიოდა. ახალი ვარიანტით მოიფიქრეს კასკადის ყველა აუზში ორი ტუმბოს ჩადგმა-დამატება, ისტორიული გვერდითა ჭავლების იერსახის აღდგენის მიზეზით. დაუშვებელია ახალი […]









