„იმედის“ გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკა შვილების აღზრდას და მათი გენდერის მიერ დაყოფას მიეძღვნა. კერძოდ კი საუბარი იყო „კარგი გოგოს სინდრომზე”. ნიკოლოზ წულუკიძეს როგორც მოგეხსენებათ ქალიშვილი ჰყავს და ჰკითხეს, არის თუ არა მისი გოგოსთვის ის ფაქტი წყეხი, რომ მამამისი ცნობილი ადამიანია: „ამ დილით რომ სკოლაში მივდიოდა, მისთვის ტრანსპორტს უნდა გამოევლო. უცებ მითხრა, მამა, არ ინერვიულო, მე მსახიობობა […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში 50 ათასზე მეტი მოსწავლე სოციალურად დაუცველია
საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 21 ოქტომბერს, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს დასმული შეკითხვის საპასუხოდ მიაწოდა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 2086 სკოლაა, რომლებშიც 571 402 მოსწავლე სწავლობს. მათგან 50 130 სოციალურად დაუცველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან […]
იხურება თუ არა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო?
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საუბარია, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო იხურება. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს, საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური […]
სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა
უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში, გმირულად დაღუპული ქართველო სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მებრძოლის ცხედარს გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირს ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
ნანუკა გულუამ მუშაობა „იმედზე“ დაიწყო
„TV იმედის“ გუნდს მსახიობები და ტელეწამყვანები, ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე შეუერთდნენ. „კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ვიცი, რომ კარგი ფეხი მაქვს და აქაც არ შევირცხვენ თავს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სფერო ასეთ გულღია მიღებას არ არის მიჩვეული. ძალიან თბილი დახვედრა იყო და მეც ვეცდები, რომ ჩემი საქმე შემართებით შევასრულო”, – აცხადებს ნანუკა გულუა. […]
,,კასპობაზე” კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12.000 ლარი ჩაურიცხა
კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12.000 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მერიის ფინანსურმა სამსახურმა დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო. ,,ღამის შოუს ბენდი” საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური […]
„ქარელის დღე” 5 ნოემბერს აღინიშნება – ,,ღამის შოუს ბენდი” 17.000 ლარს მიიღებს
ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს. მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული იქნება ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდი – გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17.000 ლარი გამოიყოს. ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო. შიდა ქართლში […]
კალაძე – „აუზში ყველაფერი ნორმაშია, ბავშვები საავადმყოფოში არ ყოფილან“
თბილისი მთავრობის სხდომაზე მერმა მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეებში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. მისი განცხადებით, მერიამ დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა ჩაატარა და პასუხების მიხედვით, ყველაფერი ნორმაშია. მისი თქმით, პრობლემა არის თანამშრომლებში, რომლებმაც მიზანმიმართულად გაავრცელეს სიცრუე. მერმა ამ შემთხვევაშიც […]
„რაც მოხდა, იმაზე ვინ აგებს პასუხს?” – მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე ბავშვები მოიწამლნენ
გუშინ გვიანობამდე ხმაური იყო მუშტაიდის ბაღთან მდებარე საცურაო აუზზე, სადაც მოზარდები და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ. მშობლებს აინტერესებთ, ვინ არის პასუხისმგებელი მასობრივ ინტოქსიკაციაზე. ისინი გულგრილობასა და უყურადღებობაში მერიასაც ადანაშაულებენ, რადგან აუზი მერიის დაქვემდებარებაშია. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა და კახი კალაძის უწყებას აუზის სადეზინფექციო საშუალების შეცვლის თხოვნითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მწვრთნელიც ადასტურებს, […]










