განათლების სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის აზერბაიჯანულმა ტესტმა წინასწარ გაჟონა და აბიტურიენტებმა გამოცდამდე წინასწარ იცნოდნენ ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ აზერბაიჯანელ აბიტურიენტებში წელს უპრეცედენტოდ მაღალი ქულები დაფიქსირდა.
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერეს
საქართველოში პირველად ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა „ქვიარი“ ავრცელებს. „ამა წლის 18 ივნისს, საქართველოს ეპისკოპალურმა ეკლესიამ აღასრულა ჯვრისწერის საიდუმლო ერთნაირსქესიან წყვილზე. ფაქტი ისტორიულია, რადგან ეს არის საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი საჯარო საეკლესიო ჯვრისწერა ერთნაირსქესიანი წყვილისათვის. წყვილს უფლისა და ერთმანეთის სიყვარულში დარჩენას ვუსურვებთ. ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია პირველი ეკლესიაა ანგლიკანურ თანაზიარებაში, […]
ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა
ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მეტეხის ტაძრის ფოტოზე ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი გამოისახა – ავტორი დეტალებს გვიყვება
რამდენიმე დღის წინ, საღამოს, გიორგი კოხრეიძემ მეტეხის ტაძარს ფოტო გადაუღო და ძმას გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფოტოზე ანაფორაში ჩაცმული ადამიანია გამოსახული, რომელიც რეალურად იქ არ მდგარა და მას არ დაუნახავს. როგორც გიორგიმ „პრაიმტაიმთან“ თქვა, ფოტოს გადაღების დროს ეზოში ქალი ხალხს ეძახდა, რომ ეკლესია იკეტებოდა და ეზოდან გასვლას სთხოვდა. „მაგ დროს […]
როგორია დაჭრილი მედიკოსის მდგომარეობა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილ დირექტორს, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. “პაციენტი, 52 წლის მამაკაცი, შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხრის ძვალი, ასევე შემავალი იყო ჭრილობა პეტროპენტიონალურ სივრცეში ღვიძლის შემხები დაზიანებით. ჩაუტარდა პაციენტს ოპერაციული ჩარევები, ქირურგიული ჩარევები. ამოღებულია უცხო სხეული, ოპერაცია […]
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
საქართველოში კოვიდითინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ ლევან რატიანმა დაადასტურა. ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. „მამუკა მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახა, „შკოდით“ მოძრაობდა, სამწუხაროდ, ადგილზე […]
„მამუკა ონაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“
მომღერალი მამუკა ონაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამუკა ავარიაში მოყვა. როგორც „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, მდგომარეობა მძიმეა და მამუკა ონაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.