გორის კეთილმოწყობის თანამშრომლები ცენტრალურ თუ შიდა საავტომობილო გზების გასწვრივ ნარჩენებს აგროვებენ. მუშების ოველდღიური ანაზღაურება 18 ლარია საშემოსავლოს გარეშე. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს მუშაობა თითქმის ყოველდღიურად უწევთ. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ანაზღაურება შრომადღეებზეა დამოკიდებული. ,,ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ძირითადად ქალაქის ტერიტორიაზე. საავტომობილო გზებზე საგზაო კომპანიის წარმომადგენლები არიან” – აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის პრესსამსახური. ქართლი.გე
კატეგორია: საზოგადოება
პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ტელეკომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შეხვდეს. „გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. […]
ნანუკა ჟორჟოლიანი – “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი შერჩეულია
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორკოლიანის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც ქიბარ ხალვაშის ხელმძღვანელობის პირობებში საკადრო ცვლილება შეეხება და უკვე შერჩეულია საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი. ჟორჟოლიანი მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელი არ არის. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ამიტომ, ახალ დირექტორს მოსთხოვეს თანამშრომლებს, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, […]
ბუბა კუდავა – “სტეფანწმინდაში მეპატრონემ სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა”
ისტორიკოსი, ბუბა კუდავა სოცილურ ქსელში ოჯახის შესახებ წერს, რომ მისი ცოლ-შვილი ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოყარეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში. საოჯახო სასტუმროს – Ia’s GuestHouse Kazbegi მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა. მიზეზი არ გაინტერესებთ? ბავშვები ხმაურობენო. ახლა მალე უცხოელებს ველოდები […]
ირაკლი ოქრუაშვილი რა დოკუმენტის საფუძველზე ითვლება რუსთავი 2-ის მეპატრონედ
„გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს 11 საათზე რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, განხილვის საფუძველი დოკუმენტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელის 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება. „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული […]
“თქვენ მიღმა ივანიშვილს ვხედავთ” – პაატა სალია “კურიერის” გუნდს შეხვდა
„მე მოვედი კონკრეტული გეგმით, რომ მესაუბრა კონკრეტულ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა. „ჟურნალისტებთანაც მინდა საუბარი, მაგრამ ჯერ მინდა გავერკვე რამდენი თანამშრომელია, რომ დავგეგმოთ შეხვედრები, ვისაუბროთ ერთობლივად,“ – ამბობს სალია. პაატა სალიას თქმით, ჟურნალისტებთან საუბრამდე მენეჯმენტის წარმომადგენლებთან სურს შეხვედრა, თუმცა, დღეს ისინი სამსახურში უკვე აღარ იმყოფებიან. „ღამე დარჩენას არ […]
”მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ” – ნიკა გვარამია პაატა სალიას შეხვდა
რუსთავი2″-ში პაატა სალიას და ნიგა გვარამიას რამდენიმე წუთიანი შეხვედრა გაიმართა. სალიას შენობის შესასვლელ კართან ნანუკა ჟორჟოლიანი შეხვდა, რომელმაც მას ნიკა გვარამიას კაბინეტის გზა მიასწავლა. მან სალიას უთხრა, რომ ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასთან შეხვედრას აპირებდა. “არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით […]
პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა – “ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას”
პაატა სალია “რუსთავი2”-ში მივიდა. სალია, რომელიც საჯარო რეესტმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ამბობს, რომ კომპანიაში მოვიდა იმისთვის, რომ იმუშავოს. „მოვედი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ… პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს კომპანიის ძირითადად, იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,“ – ამბობს […]
პაატა სალია – ”რუსთავი 2-ში დღესვე მივალ”
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მისვლას დღესვე გეგმავს. სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და […]
ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლდა და მის ადგილზე პაატა სალია დაინიშნა
„რუსთავი 2“-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება. კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. დოკუმენტით ირკვევა, რომ კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია. ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს […]









