პაატა სალია “რუსთავი2”-ში მივიდა. სალია, რომელიც საჯარო რეესტმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ამბობს, რომ კომპანიაში მოვიდა იმისთვის, რომ იმუშავოს.
„მოვედი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ… პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს კომპანიის ძირითადად, იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,“ – ამბობს სალია.
„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება. არ ვერევი, რას აკეთებთ“, – მიმართა სალიამ არხის თანამშრომლებს.
როგორც სალიამ აღნიშნა, დღეს ნიკა გვარამიასთან შეხვედრას გეგმავს.
“ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას, არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში”, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანაა, “გაიგოს, რა გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, რომ სამომავლო მუშაობის გეგმა განსაზღვროს”.
“დღეს ამიტომ ვარ აქ”, – დასძინა მან.

