კატეგორია: საზოგადოება

„ნელა, ნელა დაგიძველდა მიკროფონი, გოგო?“ – წულუკიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

„დაგიძველდა მიკროფონი, გოგო?” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ერთ-ერთ ჟურნალისტს კომენტირების დროს. ჟურნალისტმა წულუკიანს შეკითხვა აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დაუსვა და ჰკითხა, ხელისუფლება რატომ უპირისპირდება და აზიანებს თუ არა ეს დასავლურ ღირებულებებს, რაზედაც კულტურის მინისტრმა უპასუხა: „ნელა, ნელა, დაგიძველდა მიკროფონი, გოგო? არავინ არავის უპირისპირდება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და […]

„წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის“ – გრიგოლია ჩერგოლეიშვილს

თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია” დატოვა, თანაც ისე, რომ არც ჰქონდა ინტერვიუ დაწყებული. მისი გაღიზიანება დიდი ხნით ლოდინმა გამოიწვია, რაზეც უკმაყოფილება არ დამალა, შევიდა პირდაპირ ეთერში, მაშინ, როდესაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია სტუმართან საუბარს ასრულებდა და  გრიგოლიას შენიშვნა მისცა. „50 წუთია ვიცდი, ისე დავიგეგმოთ ხოლმე, რომ ადამიანებმა თავისი ძვირფასი წუთები არ კარგონ” – მიმართა […]

„ალტ ინფო” იხურება

„ალტ-ინფო იხურება” – პრორუსი რადიკალების ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა.  მოძალადეების პროპაგანდისტული არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს. რეგიონებში იხურება “კონსერვატიული პარტიის” ოფისებიც. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ. პროპუტინისტური დაჯგუფება დახმარებას ახლა ხალხს სთხოვს და მოწყალებას სოციალურ ქსელში ითხოვს. “ალტ-ინფოს” რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ […]

„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ – გურჯაანის და ყვარლის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

გურჯაანის რაიონული სასამართლოსა და ყვარლის მაგისტრი მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა. მაგისტრი მოსამართლე ბოლო წლინახევრის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. მას ნათესავები უვლიდნენ. ნუნუ ნემსიწვერიძის კოლეგები ამბობენ, რომ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთადერთი შვილის გარდაცვალებამ გააუარესა. „ცოტნე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და ამის შემდეგ, ნუნუს ცხოვრების ყოველი დღე ტანჯვა იყო. საოცრად კარგი ბიჭი იყო და მასზე დარდში ათენ-აღამებდა […]

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და წერს, რომ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს. დაშავებული 11 […]

შიდა ქართლში ყირიმ-კონგოთი 53 წლის კაცი დაავადდა

ყირიმ-კონგოს მორიგი შემთხვევა შიდა ქართლში – ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ხაშურიდან 53 წლის კაცი გადაიყვანეს. როგორც ინფიცირებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 53 წლის კაცი მძიმე ინფექციით საკუთარი ცხოველისგან დაინფიცირდა. მას ახლო კონტაქტი ჰქონდა მსხვილფეხა პირუტყვთან, რომელსაც თავად უვლიდა. როოგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, […]

„2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო“ – მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც ბუწაშვილი ამბობს, ამ ვირუსთან მიმართებაში ჯანდაცვის სფერო უფრო მობილიზებულია და ბევრი რამ იცის, ვიდრე კოვიდის დროს იყო. „ორი დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. 2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო. ამან გარკვეული მღელვარება გამოიწვია. რა თქმა […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

ხობში კორპუსი კანალიზაციის გარეშე ააშენეს

ოდიში ტვ. ფოტოს აქვეყნებს და ფეისბუქგვერდზე წერს: „ხობში, ამ ახალაშენებულ კორპუსში ვერცერთი ბინა ვერ გაიყიდა. მიზეზი ისაა, რომ დაპროექტების დროს კანალიზაციის ქსელი გამორჩათ. კორპუსი სამშენებლო კომპანიამ კანალიზაციის გარეშე ააშენა, მერიამაც ასე ჩაიბარა. ახლა კი, სავარაუდოდ, ისეთ უცხოპლანეტელ მყიდველებს ელოდებიან, რომლებსაც ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებთ.“