„წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის“ – გრიგოლია ჩერგოლეიშვილს

„წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის“ - გრიგოლია ჩერგოლეიშვილსთამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია” დატოვა, თანაც ისე, რომ არც ჰქონდა ინტერვიუ დაწყებული. მისი გაღიზიანება დიდი ხნით ლოდინმა გამოიწვია, რაზეც უკმაყოფილება არ დამალა, შევიდა პირდაპირ ეთერში, მაშინ, როდესაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია სტუმართან საუბარს ასრულებდა და  გრიგოლიას შენიშვნა მისცა.

„50 წუთია ვიცდი, ისე დავიგეგმოთ ხოლმე, რომ ადამიანებმა თავისი ძვირფასი წუთები არ კარგონ” – მიმართა ჩერგოლეიშვილმა გრიგოლიას, რაზეც წამყვანმა უპასუხა: “ახლა ფიქრობთ, რომ პირდაპირ ეთერში საქმეები უნდა მირჩიოთ?”.

ამაზე ჩერგოლეიშვილი კვლავ განმეორდა:

– არა, იმიტომ, რომ 50 წუთია ვიცდი და ეგებ ამოვწუროთ მერე.
– უკაცრავად, როგორც წავა გადაცემა იმის მიხედვით წავა, – უპასუხა გრიგოლიამ.

– მე უბრალოდ წასვლა მინდოდა, გვიანია უკვე, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებმა იმით დავიწყოთ, რომ ერთმანეთის დროს პატივი ვცეთ – ჩერგოლეიშვილი.

– წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის – ამ სითყვებით დაასრულა გრიგოლიამ კამათი ჩერგოლეიშვილთან.