თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტს. ხმის მიცემა 13 უბანზე იქნება შესაძლებელი. თავად ხმის მიცემის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.
კატეგორია: საზოგადოება
ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია – ოჯახები სასტუმროებში გადაანაწილეს
ზემო ფონიჭალაში, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია. 23 ოჯახი კრწანისის გამგეობამ ოთხ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. დაზარალებული ოჯახების ნაწილმა კი ღამის ახლობლებთან გათენება არჩია. რამდენი ხანი მოუწევთ დაზარალებულებს სხვაგან ცხოვრება ეს შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. “ყველა ბინები არის დაზარალებული […]
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. შეიძლება ვერ განახორციელოთ ზოგიერთი სურვილი. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. კურო სხვა დღისთვის გადადეთ ინფორმაციის მოძიება, მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. დაკვირვებით წარმართეთ დიალოგი კლიენტთან, მეუღლესთან. ნუ მოგერიდებათ კრიტიკის. თამამად და არგუმენტირებულად დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე. ტყუპი დილა ექსპერიმენტებსა და თანამოაზრეებთან იდეების განხილვას დაუთმეთ. კარგი დღეა პროდუქტების საყიდლად, კერძების მოსამზადებლად. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა […]
თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა
ფეისბუკმომხმარებელი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ ამბავზე წერს: „რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!!! ( თემა კი არის კატასტროფა, მაგრამ მაინც ძალიან მეცინება და მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ) ამბავი კი ასე დაწყებულა: მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს. […]
ოჯახი 45 წლის ლაშა ხვინგიას ეძებს
ოჯახი 45 წლის ლაშა ხვინგიას ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობს. ის სახლიდან 30 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნათესავების ინფორმაციით, ის ბოლოს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად წავიდა. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა მასზე ძებნა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. რუსთავი 2
დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ […]
“ვინც ვერ ჩაეტია თვითმფრინავში, ის არ შეუშვეს“ – ქართველები მილანიდან გამოფრენას ვერ ახერხებენ
საქართველოს 30-მდე მოქალაქე მილანიდან სამშობლოში გამოფრენას უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ცდილობს. მათი ინფორმაციით, კომპანია Wizz Air-მა დამატებით 30 ბილეთი გაყიდა. მგზავრების თქმით, ისინი რეგისტრაციის გასავლელად დროულად მივიდნენ, თუმცა კომპანიამ პროცედურების დრო სპეციალურად გააჭიანურა, დაგვიანების გამო კი მგზავრები ბორტზე აღარ აუშვეს. „მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერი არ გვითხრა. პირველი ვერსია არის, რომ რაღაც ახალი რეგულაცია მიუღიათ ბარგთან დაკავშირებით, […]
თბილისის მეტროს სადგურები დროებით დახურული იყო – რა მოხდა ავლაბარ-300 არაგველის მონაკვეთზე
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, შეფერხება ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რომელიც დეპოში გადაყვანას საჭიროებდა. მატარებელი დროებით „ავლაბარ“-„300 არაგველის“ მონაკვეთზე იყო გაჩერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხებული იყო პირველ ხაზის მუშაობა. დროებით დახურული იყო მეტროს სადგურები. ამ ეტაპზე მოძრაობა ორივე ხაზზე სრულად აღდგენილია, თუმცა სადგურები მგზავრებითაა გადაჭედილი.
საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს. 11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის […]










