მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა შესრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად წირვას დღეს, 10:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. მსახურების დროს ტაძარში […]
კატეგორია: საზოგადოება
ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩა დატბორა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 54 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურში შეტყობინება ძირითადად ქუჩების დატბორვის გამო შევიდა. ქუჩებზე არსებული ნალექის გამო რამდენიმე ქვეითს წყლიდან გამოყვანა დასჭირდა. ძლიერი წვიმის […]
“პროტესტის ნიშნად უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო – რა ხდება შუშის სასახლეში?”
დრონი.ჯი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ინტერნეტგამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყარომ ბიძინა ივანიშვილსა და უტა ივანიშვილის პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უამბო: „უტა ივანიშვილს არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაზეც მან და ბატონმა ბიძინამ სერიოზულად იკამათეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პროტესტის ნიშნად, უტა ივანიშვილი ბერას ქორწილს არ დაესწრო. მეტიც, უტა ამბობს, რომ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილს ნეგატიურ […]
”ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! საზოგადოება ვართ თუ ჯოგი?!” – ანა ნაცვლიშვილის მიმართვა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებას, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია. „თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა […]
24 წლის გიორგი გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, ოჯახი ეძებს
24 წლის გიორგი გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, ოჯახი ეძებს – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. “19 ნოემბერს ოთხიდან ხუთ საათამდე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 24 წლის გიორგი გიუნაშვილი აცვია წითელი ზედა და ჯინსის ქურთუკი. თუ ვინმემ სადმე ნახეთ შეგიძლიათ შეატყობინოთ შემდეგ ნომერზე: 555754345” – წერენ სოციალურ ქსელში. ნიუპოსტი
თეონა გეგელია – „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია, გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან” – ვიდეო
“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა ოქუაშვილის ტელეიმედთან ინტერვიუს შესახებ “იმედი” ეხმაურება. “რუსთავი 2”-მა გაავრცელა სასაცილო ტყუილი, რომ თითქოს “იმედის” ჟურნალისტებს და ომეგას დამფუძნებელ ოქუაშვილს შორის რაღაც ფარული მიმოწერა არსებობს და ეს ფარული მიმოწერები აქვს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა თეონა გეგელიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია გავიდნენ მორალის და […]
მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. „მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა არ გართულებულა, ჩვეულებრივ სტაბილურია. იგი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს ავარიის შედეგად თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების […]
რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს
“პაემანი რუსეთთან” – რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზების მიზნით საქართველოში რუსეთიდან დელეგაციას დღეს ელოდებოდნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, საზღვარზე არ შემოუშვეს. კურიერის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას სწორედ ის რეჟისორები ცდილობდნენ, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვრიდან იმყოფებოდნენ. ისინი აეროპორტიდან უკან, მოსკოვში სწორედ ამ მიზეზით გააბრუნეს. ფესტივალის […]
“ოთახის შუაგულში ბავშვები თამაშობენ ხალიჩაზე, ჩემი შვილი კი მათ თვალწინ დგას თავიდან-ფეხებამდე სველი…” – რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღში
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე უამრავი იწერება და ითქმება პრესასა თუ ტელევიზიაში, ტარდება ტრენინგები და ა.შ., სასკოლო თუ ბაღის ასაკის ბავშვებთან მაინც კვლავაც მუშაობენ პედაგოგები, რომლებსაც გული არ შესტკივათ პატარებზე, გულგრილად ასრულებენ მოვალეობას ან უბრალოდ, არ შეუძლიათ მათთან სწორად მუშაობა-ურთიერთობა. ჩვენს ვებგვერდზე არც ისე იშვიათად გამოგვიქვეყნებია ამ რეალობის დამადასტურებელი სხვადასხვა შემთხვევა. ერთი, სულ ახალი […]
17 ნოემბერს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.










