კატეგორია: საზოგადოება

შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახურის საგუშაგოებთან წითელი ალმებია აღმართული – სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ზღვაში ბანაობა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, საშტორმო მდგომარეობა მოიხსნას. აჭარაში ამ დროისათვის ნალექიანი ამინდია. ნიუპოსტი

ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას. მერაბიშვილის ადვოკატები ავრცელებენ. “დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი”, – ნათქვამია განცხადებაში ნიუპოსტი

რუსთავში 28 წლის ორსული ინსულტით გარდაიცვალა – მას მეორე დღეს უნდა ემშობიარა – ვიდეო

ერისიონის მომღერალი მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და დაიღუპა - 28 წლის ახალგაზრდას თოკი გაუწყდა

რუსთავში. 28 წლის გოგო, რომელიც 36 კვირის ორსული იყო, გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა. “სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ […]

ნინო ზაუტაშვილი – „საზმაუს ლეგენდარულ კიბეზე გავიფიცებით“

ნინო ზაუტაშვილი - „საზმაუს ლეგენდარულ კიბეზე გავიფიცებით“

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა არხის თანამშრომელთა ნაწილს საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. შეთავაზების დროს მენეჯმენტს არ დაუკონკრეტებია, რა ბედი ელოდებათ მათ, ვინც ან შემოთავაზებას არ დათანხმდება. როგორც აღმოჩნდა, „ურჩ“ თანამშრომლებს არხიდან გაუშვებენ.  რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა პროცესებთან გვაქვს საქმე? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორსა წამყვანს ნინო ზაუტაშვილს ესაუბრა, რომელიც […]

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

26-27 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 5-6 გრადუსით კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე დაიწევს. როგორც გარემოს ერონული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხვალ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა.

”პალიტრამედიის” სტამბაში პროკურატურა შევიდა

”პალიტრამედიის” სტამბაში პროკურატურა შევიდა

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა. ამასთან დაკავშირებით, ”პალიტრამედიამ” რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა: ”გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის […]

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს. არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ნიუპოსტი

“ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი”- რას წერენ დიმიტრი ტატიშვილის ახლობლები

"ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი"- რას წერენ დიმიტრი ტატიშვილის ახლობლები

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებას თავი ქველმოქმედებით შეაყვარა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დიმიტრი ტატიშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, საქმეც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. მომხდარზე საუბარი უჭირთ, გარდაცვლილის მეგობრებს. “რა დღე გაგვითენე. შენ ხო მეცოდები და მეცოდები, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა, რომელსაც სამუდამოდ ჩაუქრე ცაზე მზე. სამუდამოდ აუკრძალე მზის ყურება, რო არაფერი […]

“ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ” – რას პასუხობს ინფექციონისტი შეშინებულ მშობლებს

"ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ" – რას პასუხობს ინფექციონისტი შეშინებულ მშობლებს

“არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ინფექციური გადავსებულია ბავშვებით, რომლებსაც დიზენტერია აქვთ. ჟურნალისტებო, მოიკითხეთ ეს ამბავი” – გვწერს ერთ-ერთი მშობელი. ვინაიდან მსგავსი შინაარსის მესიჯები სოციალურ ქსელსა თუ ჯგუფებში დიდ ინტერესს იწვევს, mshoblebi.ge ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტს, რეანიმატოლოგ ნინო გაბისონიას დაუკავშირდა. მართლაც იმატა თუ არა დიზენტერიის შემთხვევებმა, რამდენად რთულად მიმდინარეობს ბავშვებში ეს დაავადება და რა გზებით შეიძლება მისი თავიდან აცილება. […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთო იმედაძე გადადგა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთო იმედაძე გადადგა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) გენერალურმა დირექტორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება დაასახელა. მისი განმარტებით, უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და მას შორის, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. 18 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდმა“ რესპუბლიკური საავადმყოფოს […]