ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა. თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში. თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში (1964-1972); იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1972-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი […]
კატეგორია: საზოგადოება
იუსტიციის სახლში ქაოსია – ტაქსის მძღოლები ლიცენზიის ასაღებად უშველებელ რიგში დგანან
მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში – ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან და დიდ რიგში უწევთ დგომა. ამის გამო კი იუსტიციის სახლში სრული ქაოსია, რეესტრი მოქალაქეების მომსახურებას ვერ ახერხებს. ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღებისთვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. „ჯერ ისედაც ვერაფერს ვშოულობთ და ახლა ეს […]
რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა – მშობლებს და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს სადაც 27 სექტემბერს გარდაიცვალა. მშობლების თქმით, მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. ბავშვი რუსთავში სახლში გადმოასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს. მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ, რომ […]
მეუფე ანდრია: ”გორში ქალებმა და გოგონებმა კანაფის მოხმარება დაიწყეს” – ვიდეო
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას განცხადებით, გორში, კანაფის მომხმარებელთა ახალი ჯგუფი გამოჩნდა – ესენი არიან გოგონები და ქალები. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ,,პირველების” გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას მრევლისგან აქვს, რომლებიც უკვე გულისტკივილით შესჩივიან სასულიერო პირებს. ,,კანაფი სამწუხაროდ დათესილი აქვთ სოფლებში, ძალიან ბევრს ეზოში და ბაღშია ეს მცენარე, მას სრულებით შეუზღუდავად მოიხმარენ, […]
დედა, რომელიც აფხაზეთის ომში ჯარისკაცი შვილის სანახავად წავიდა – ვიდეო
ნელი როსებაშვილი სოფელ ქვემო გომში ცხოვრობს. ის შვილის, გენადი როსებაშვილის საფლავზე თითქმის ყოველ დღე მიდის. უვლის ყვავილებს, ცდილობს შვილს იმქვეყნიურ სამყოფელი მაინც გაულამაზოს. ეკლესიიდან საფლავზე 42-საფეხურიან კიბეზე ჩადის. გენადი როსებაშვილი 2014 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში, მშობლიურ სახლში. დედისთვის ის დღე მძიმე გასახსენებელია, როდესაც შვილი ოთახში გარდაცვლილი ნახა. ამბობს, რომ ომმა შვილი […]
პატრიარქი: “დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის”
“დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დღეს სოხუმის დაცემიდან 25 […]
გია თვალავაძეს სტენოკარდიული შეტევა დაემართა – ის კლინიკაში გადაიყვანეს
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს. სასამართლომ გია თვალავაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს, მას სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება ედება ბრალად. ნიუპოსტი
ნიკა გვარამია – ”კლიპებს არ ამოვიღებთ” – რუსთავი 2 მარეგულირებლის მოთხოვნას არ შეასრულებს
„რუსთავი 2“ მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, რომლის მიხედვით, კომისიამ სალომე ზურაბიშვილის დასაცავად მაუწყებლებს ეთერიდან სარეკლამო კლიპების ამოღება მოსთხოვა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მარეგულირებელი კომისია საკუთარ უფლებამოსილებას სცდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი2″ შეასრულებს კანონის მოთხოვნებს და არ დაემორჩილება მიკერძოებულ ინსტრუქციას. „კლიპებს არ ამოვიღებთ იმდენად, რამდენადაც მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას, აბსოლუტურად ღიად და […]
პაატა ბურჭულაძე ზაზა სარალიძესთან მივიდა – ”აქ საქართველოს სამართლის პანაშვიდია”
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა. ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად. „ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ […]
თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იქნება ნებადართული
2019 წლიდან ქალაქში ტაქსების ერთიანი ფერის სტანდარტი შემოდის. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ფერი თეთრი იქნება. „ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 […]










