თბილისში, შემოსავლების სამსახურის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლია შეკრებილი. აქციის მონაწილეები კანონს ხორბლის გადატანის აკრძალვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ და ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი მათ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის და ზარალს აყენებს. მსგავს მდგომარეობაში კი ჯამში ხორბლის შემომტანი 3.000-მდე მძღოლია. მძღოლები მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის […]
კატეგორია: საზოგადოება
თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა
საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზის გურიის მონაკვეთზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესასთან. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. ამ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეისწყალმა გზის ნაწილი დატბორა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ მიმართულებით არ ატარებენ მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებსაც წყალში ჩარჩენის საფრთხე ემუქრებათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ემზარ კვიციანი – “ქართველ ქალებს მანდილის გარეშე სიარულს ავუკრძალავდი”
„თავსაფარი, რასაც ჰქვია მანდილი, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ, მაგის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ყველაზე ისეთი თვისება ქალბატონისთვის, როცა მანდილით გამოდის ქუჩაში… ეკლესიაში როგორ შედიხართ ქალბატონები, მართლმადიდებლები?“ – განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კვიციანმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც […]
თბილისში მიწისძვრა მოხდა
ილია II მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგ – ”რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს”
„არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, – აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს ღნიშნულ პროცესს. „ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. […]
მსახიობი ბუკა ჯაფარიძე გარდაიცვალა
მსახიობი ბუკა ჯაფარიძე გარდაიცვალა. მსახიობი მონაწილეობდა ტელესერიალში ტიფლისი, სადაც ის შალვას როლს ასრულეებდა. მსახიობი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) სარეკლამო ვიდეოების გმირი იყო, სადაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბუკა ჯაფარიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ელექტრონულ მუსიკას უკრავდა. ნიუპოსტი
ეკლესია თავისუფლების მოედანზე მარიხუანის წინააღმდეგ პარაკლისს აღავლენს
მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტი – საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა. დაბარებულები არიან მღვდელმთავრები. საპატრიარქოში უკვე ათობით სასულიერო პირი შევიდა. კურიერის ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრის მიზანი კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას უკავშირდება. პატრიარქი მღვდელმთავრებს საკუთარ პოზიციას გააცნობს. საუბარი სამოქმედო გეგმასაც შეეხება. სასულიერო პირები კურიერთან ადასტურებენ, რომ მათ მოულოდნელად დაუკავშირდნენ და საპატრიარქოში საგანგებო თათბირზე დაიბარეს.
ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ ცუდად გახდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შეუძლოდ გახდა. ის მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. დავით სარალიძის მამას რამდენიმე დღის წინაც დასჭირდა ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავებთან შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა. პარლამენტის წინ შვილმოკლული მშობლები უკვე მეექვსე დღეა, აქციას მართავენ და დამნაშავეების […]
რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული – გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს
რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას “შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად” ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული. რუსთავი2-ის ინფორმციით, ანდრეი მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა. უწყება ადასტურებს, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. კურიერის ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს. […]










