თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორასაავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზის გურიის მონაკვეთზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესასთან. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

ამ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეისწყალმა გზის ნაწილი დატბორა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ მიმართულებით არ ატარებენ მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებსაც წყალში ჩარჩენის საფრთხე ემუქრებათ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.