პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში – 16%-მა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
შავ ზღვაში ცურვა აიკრძალა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების […]
“ბათუმში შერატონს მეხი დაეცა და ლიფტი გაითიშა” – რა გადახდა სტეფანე მღებრიშვილს
ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რომლის დროსაც თქვა: “დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”. “ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ […]
დუისელი ოთარ ხანგოშვილი იპოვეს
დუისში მცხოვრები ოთარ ხანგოშვილი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, ნაპოვნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ჯანმრთელადაა და რაიმე საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, ხანგოშვილი ამ დროისათვის ახმეტის პოლიციაში სამართალდამცავების კითხვებს პასუხობს. ოჯახს ჯერ-ჯერობით მასთან კონტაქტი არ ჰქონია. 54 წლის მამაკაცი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდა დაეკისრა. იგი ლარსის სასაზღვრო პუნქტის […]
დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური შეფასება მიიღო
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. mshoblebi.ge დაინტერესდა, თუ ვინ გახდა უმაღლესი ქულის მფლობელი. აღმოჩნდა, რომ დევი ონიანმა, რომელმაც ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულა მიიღო, ინგლისურიც უმაღლესი შედეგით ჩააბარა. მან მაქსიმალური 90 ქულა მიიღო. ასეთი განსაცვიფრებელი შედეგების შემდეგ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვა, დადიოდა თუ არა წლის წარმატებული და გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან. როგორც დევის დედამ, ლალი ბუხრაშვილმა გვიპასუხა მისი შვილს არ უვლია კერძო მასწავლებლებთან. […]
დაზარალებულმა მენაშენეებმა “სვეტის” ოფისი დაიკავეს
ხმაურია სამშენებლო კომპანიაში „სვეტი“- დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს. ისინი კომპანიის დამფუძნებელთან, გივი ჯიბლაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მენაშენეების თქმით, დღეს ჯიბლაძემ ოფისი ისე დატოვა, რომ მათთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში თბილისის მერიის ჩართვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. მენაშენეები „სვეტის“ ოფისის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ გივი ჯიბლაძეს არ შეხვდებიან. დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში […]
რას მალავს მაია მიმინოშვილი ქონებრივ დეკლარაციაში
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული […]
სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა – ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ადგილობრივების განცხადებით, მყინვარი სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოიშალა, სადაც მესტია ჭალაჰესი შენდება და ფიქრობენ, რომ მომხდარის მიზეზიც სწორედ ჰესის მშენებლობაა. „გაჟღერდა რაღაც ინფორმაცია, რომ მდინარემ დაიწია საგრძნობლად, გავიხიზნეთ სოფლიდან, ანუ უბნიდან, ბავშვები გავხიზნეთ ნათესავებში. დიდი ყინულის მასა მოტყდა მყინვარიდან, […]
უცხო ენების გამოცდაზე აბიტურიენტების 6% ჩაიჭრა
უცხო ენების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უცხო ენების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო. „დაახლოებით აბიტურიენტების 6%-ია ჩაჭრილი ოთხივე ენაში. 109 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი […]
80 ქულიანი დევი ონიანი – აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში ყველას აჯობა
2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. EDU.ARIS.GE–მ ზოგადი უნარების ნამდვილი „დევი“ იპოვა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს. როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა,ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის […]








