კატეგორია: საზოგადოება

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა. აბიტურიენტთა შორის მხოლოდ ერთმა მიიღო უმაღლესი შეფასება, 80 ქულა. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტები სხვადასხვა სირთულის იყო, მესამე ვარიანტი აღმოჩნდა საშუალოზე მარტივი და მისი მინიმალური ზღვარი 24 ქულით განისაზღვრა, პირველი და მეოთხე ვარიანტის 23 ქულით და მეორე ვარიანტის, 22 ქულით. დანარჩენი გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება […]

ნარკოლოგი: “მარიხუანა ვნებს ტვინის უჯრედებს, იწვევს ჰალუცინაციებს და სისულელეა, თითქოს უვნებელია”

ნარკოლოგი: “მარიხუანა ვნებს ტვინის უჯრედებს, იწვევს ჰალუცინაციებს და სისულელეა, თითქოს უვნებელია”

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოწევაზე ჯარიმა გააუქმა და ახლა მისი მოწევა, ფაქტობრივად, ლეგალური გახდა. ამასთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ნარკოლოგიური კლინიკა “ნიშატის” დირექტორ ზაზა ჩიქოვანს გაესაუბრა. ჩიქოვანის განცხადებით, მარიხუანა არის ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც იწვევს მიჩვევას და არ არის უვნებელი. “მარიხუანა არის ნარკოტიკი და შეტანილია ნარკოტიკთა სიაში გაეროს კონვენციით, რომელიც განსაზღვრავს ამ სიას. ამ კონვენციას ჩვენ 2003 წელს მივუერთდით. […]

მსოფლიო პატრიარქი და რომის პაპი ილია მეორეს ილიაობას ულოცავენ

საქართველოს პატრიარქს სამწვერა ნერვის ანთება აქვს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისგან, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორისგან და რომის პაპ ფრანცისკესგან ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ფოთი დაიტბორა

ფოთი დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა. განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარე ბა უცვლელია – სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ […]

,,ფეხებზე ცეცხლი მეკიდა, 88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე …” – რას ყვება ,,სარკესთან” საბერძნეთში სიკვდილს გადარჩენილი მარინა მახარაშვილი

,,ფეხებზე ცეცხლი მეკიდა, 88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე …” – რას ყვება ,,სარკესთან” საბერძნეთში სიკვდილს გადარჩენილი მარინა მახარაშვილი

ჟურნალი ,,სარკე” დღევანდელ ნომერში წერს ქართველ ქალზე, რომელმაც საბერძნეთში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. 50 წლის მარინა მახარაშვილმა „სარკესთან” ისაუბრა, თუ როგორ გადაარჩინა 88 წლის მოხუცი უეჭველ სიკვდილს. -მე ვუვლი 88 წლის მოხუცს, რომელსაც ათენშიც აქვს სახლი, მაგრამ დასასვენებლად კუნძულზე იყო წამოსული და მეც თან ვახლდი. მოულოდნელად სახლში დამწვრის სუნი ვიგრძენი და აივანზე […]

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ხვალ გამოქვეყნდება

დღეს ზოგადი უნარების შედეგი გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ხვალ დილიდან ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.

საფრანგეთის ლტოლვილთა ცენტრში საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა

საფრანგეთის ლტოლვილთა ცენტრში საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა

საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. თავშესაფრის მაძიებელი პირი აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლია.საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ. როგორც თავშესაფრის მაძიებელი ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა […]

„იანდექს ტაქსის“ გამოძახების მობილური აპლიკაცია ტელეფონიდან პერსონალურ მონაცემებს აკოპირებს?

„იანდექს ტაქსის“ გამოძახების მობილური აპლიკაცია ტელეფონიდან პერსონალურ მონაცემებს აკოპირებს?

ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაცია „იანდექსი“ ტელეფონიდან შესაძლოა, პერსონალურ მონაცემებს აკოპირებდეს. აპლიკაციის შესწავლის შემდეგ, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ პროგრამა მობილური ტელეფონებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს ის არ გამოიყენონ. ლიტვის მსგავსად, „იანდექს ტაქსის“ ანალოგიურ აპლიკაციას იყენებენ საქართველოში. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები ამბობენ, რომ „იანდექსს“ შეუძლია ადგილსამყოფელი დაადგინოს და ტელეფონის მიკროფონის საშუალებით, თქვენი საუბარიც […]

„ჩემი სამზარეულოს წესები“ და 100.000 ლარი პანკისელმა ქალებმა მოიგეს

„ჩემი სამზარეულოს წესები“ და 100.000 ლარი პანკისელმა ქალებმა მოიგეს

პანკისელმა ქალებმა ნატო ქავთარაშვილმა და მედიკო მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კულინარიულ ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ გაიმარჯვეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. ფინალურ შოუში მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს. მედიკო და ნატო თანამშრომლები არიან. ისინი პანკისში, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობენ. მედიკო კულინარიულ კურსებს უძღვება, ნატო კი ახალგაზრდებთან მუშაობს. კულინარიულ შოუში მონაწილეობა ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაციის […]

ტექნიკურ უნივერსიტეტში ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა უფლებებზე საკანონმდებლო წინადადებით გამოდიან

ტექნიკურ უნივერსიტეტში ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა უფლებებზე საკანონმდებლო წინადადებით გამოდიან

“გვინდა ხელისუფლებასა და მეცნიერებს შორის ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე საუბრობს. გიორგი გორაძე, ასოცირებული პროფესორი: – ჩვენი ფაკულტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს. ამ პროგრამის გავლის შემდეგ ჩვენ სტუდენტებს ორი კვალიფიკაცია ექნებათ: სამართლისა და ინჟინერიის. ინჟინერიის სხვადასხვა დარგებზეა საუბარი – კომპიუტერული […]