კომპანია “კოლორპაკის” დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს. მის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “მალაპარაკეთ და მე გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით. დღეს “კურიერი“ ისევ “კოლორპაკის“ კრედიტზე მომზადებულ სიუჟეტს აანონსებს. მინდა მივმართო ავტორებს: თუ გაქვთ პრეტენზია, რომ ამბობთ სიმართლეს, როდესაც ჩემს კომპანიაზე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, ნუთუ არ გაინტერესებთ მეორე მხარის მოსმენა?! სულ მარტივად […]
კატეგორია: საზოგადოება
გორი: სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დავარქვათ – ვინ მოუწოდებს “მაროს” წევრების ჩაქოლვისკენ
საინიციატივო ჯგუფ “მაროს” წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. ჯგუფის წევრებმა ერთი თვეა, რაც სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მათ მიმართ აგრესია ფეისბუქში სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. „ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მოჰყოლოდა ამ საქმეს, ამიტომ მივმართეთ შსს-ს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულზე სამართალდამცავებს […]
“ბელგიაშიც ქართველები მიქმნიან პრობლემებს” – ზუგდიდელი ლგბტ აქტივისტი ემზარ კვარაცხელია საქართველოდან ბელგიაში გაიქცა
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია და თავშესაფარს ითხოვს. აფხაზეთის დაბა გულრიფშიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც ფოთში გაიზარდა, შემდეგ კი სამუშაოდ ზუგდიდში გადმოვიდა, ახლა ბელგიას სთხოვს დახმარებას. 28 წლის ემზარ კვარაცხელიას საქმეს ბელგიის სპეციალური კომისია განიხილავს. ამ თვეში გაირვევა მიიღებს თუ არა ის თავშესაფარს და ისარგებლებს თუ არა იმ […]
ხადას ხეობაში მოკლული სმიტები აშშ-ში გადაასვენეს – ხარჯები აშშ-ის საელჩომ დაფარა
ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის ვაჟიშვილის ცხედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაასვენეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ დაფარა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების თხოვნით, საელჩო მათი დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 43 წლის რაიან სმიტი, 42 წლის ლორა სმიტი და 4 წლის კაილებ სმიტი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. […]
მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა, უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა – რას პასუხობს 15 წლის გიორგი გორგაძის მამას ჯანდაცვის სამინისტრო და როგორია ბავშვის მდგომარეობა
15 წლის გიორგი გორგაძის ამბავი ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო […]
გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ 2 ადამიანი დაკბინა
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში გველის მიერ […]
დავითულიანი: „რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა…”
ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის მისამართით გამოთქმული საჯარო მუქარის ავტორის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ვერ ხედავენ. ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი შეურაცხყოფას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ მამუკა ბალიაშვილის გათავისუფლების აუცილებლობას ვერ ხედავს. „რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა. არ ვიცი, კანონის საფუძველი უნდა ნახოს. […]
თბილისის აეროპორტში შეიარაღებული პირი იმყოფება
“რადიო თავისუფლების” ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანიასთან არსებული შეთანხმების მიხედვით მგზავრების დახვედრა და გაცილება შიარაღებული სამართალდამცველების თანხლებით მიმდინარეობს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 18-19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +34 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი +37 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33 +35 გრადუსი იქნება.
ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე სექტემბრიდან შეამოწმებენ – საქართველოში დიდი კვლევა იწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით თბილისში სემინარი გაიმართა, რომლის თემაც ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება იყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სემინარზე განაცხადა, საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით დიდი კვლევა სექტემბრიდან ჩატარდება. ნიმუშები ევროპის სხვადახვა ქვეყნებში გადაიგზავნება. „წლის ბოლოსთვის ჩვენ შედეგები გვექნება, რომლითაც […]










