კატეგორია: საზოგადოება

“მორგის ბავშვები” – თბილისში ბავშვების სექტა მოქმედებს

"მორგის ბავშვები" - თბილისში ბავშვების სექტა მოქმედებს

თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება ცნობილი, როგორც „მორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევის „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოამზადა და რომლის პრეზენტაციაც „ექსპო-ჯორჯიაში“იმართება . კვლევის თანახმად, დაჯგუფების ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, ბავშვების ჯგუფში მიზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ, მიღებისას კი გარკვეული რიტუალები ტარდება. „დაჯგუფების ბევრ […]

 საქართველოში ტემპერატურა უახლოეს დღეებში +40 გრადუსს მიაღწევს

 საქართველოში ტემპერატურა უახლოეს დღეებში +40 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივლისს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, […]

სვანეთში ხატზე დაიფიცეს – ადგილობრივები ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ

სვანეთში ხატზე დაიფიცეს - ადგილობრივები ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ

სვანეთში ახალგაზრდებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ. სოფელ იელში კვირიკეს ტაძართან შეკრებილებმა ოქროს მოპოვების მხოლოდ ძველი წესის შენარჩუნება მოითხოვს. ფიცის თანახმად, თუ ხელისუფლება სვანების ნების წინააღდეგ წავა, მაშინ ახალგაზრდები ფიზიკურად შეეწინააღმდეგებიან მუნიციპალიტეტში ოქროს მოსაპოვებლად სპეცტექნიკის შეყვანას. სვანეთის მდინარეებში ოქროს უკვე საუკუნეებია, ერთი და იმავე წესით მოიპოვებენ. ოქროს მომპოვებელი ჯერ ლოცულობს, […]

“ჩემს შვილთან არ ჰყოლია ბავშვი. თარხანთან ჰყავდა” – რას ყვება სედა დუდურკაევას ყოფილი დედამთილი

"ჩემს შვილთან არ ჰყოლია ბავშვი. თარხანთან ჰყავდა" - რას ყვება სედა დუდურკაევას ყოფილი დედამთილი

თავის დროზე ის ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლო იყო – დიდი ყავისფერი თვალებით, გრძელი წამწამებითა და კავკასიური ხასიათით… მისი სახელია სედა… სედა დუდურკაევა, იგივე აიშა… ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ასუ დუდურკაევის ქალიშვილი… სედამ უზრუნველი ცხოვრება ჯიჰადის სანაცვლოდ დათმო… ეს მას შემდეგ, რაც წარმოშობით პანკისელ ჰამზათ ბორჩაშვილზე დაქორწინდა და მასთან სირიაში გაემგზავრა. ჰამზათის გარდაცვალების […]

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

დღეს წვიმაა მოსალოდნელი

დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს. 24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება. ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა […]

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი – კახეთში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალთან გამკლავებას ცდილობენ. ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებზე წყალი შევარდა. დაიტბორა ადგილობრივების სარდაფები და ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მძიმე მდგომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგილობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე […]

პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს შეუძლოდ გახდა. მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება. ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ექიმები მას ურჩევდნენ არ წაბრძანებულიყო წირვაზე,ექიმის განცხადებით, ეს წნევის ცვალებადობის გამო მოხდა, რადგან უწმინდესი ფასანაურში იმყოფებოდა. ამჟამად პატრიარქს […]

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების სამების საკათრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა.სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. როგორც წირვაზე მყოფი თვითმხილველი აცხადებს, ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტიულიყო.მისი უწმიდესობის ჯანმთრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამჟამად ცნობილი არ არის.

ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს – ”ყველას გილოცავთ ამ კანონის მიღებას”

ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს - ”ყველას გილოცავთ ამ კანონის მიღებას”

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს. კვაჭანტირაძე დიასპორის შესახებ კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე საუბრობს. „მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას. მე-9 მოწვევის […]

გიორგი მღებრიშვილი: „დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“

გიორგი მღებრიშვილი: „დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ თანამდებობა მცირეწლოვანი შვილების გამო დატოვა: “ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. დაახლოებით 22 წელია უკვე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ვფიქრობ, დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო”,- განაცხადა მღებრიშვილმა იმედთან საუბრისას. […]