კატეგორია: საზოგადოება

ონში რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა

ონში რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მერმა ემზარ საბანაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. „მდინარემ ნაწილობრივ წაიღო სოფლის ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი. ახლა მიმდინარეობს ხიდის აღდგენა. დაიტბორა სავარგულები და გაფუჭდა ნათესები, სახლებში შევიდა წყალი, დაიტბორა […]

სოხუმში წყალდიდობაა – ვიდეო

სოხუმში წყალდიდობაა - ვიდეო

ძლიერმა წვიმამ ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში სოხუმის კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ქალაქში წყალდიდობაა. რამდენიმე ქუჩა დატბორილია. მოსახლეობას ლამის წელამდე წყალში უწევს გადაადგილება. იმედინიუსი https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10205031066931868/

მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს: “დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”- ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა. მსახიობის აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“);

უმრავლესობის სხდომაზე ჟურნალისტი ცუდად გახდა – ის სერგეენკომ მოასულიერა

უმრავლესობის სხდომაზე ჟურნალისტი ცუდად გახდა - ის სერგეენკომ მოასულიერა

გუშინ საღამოს პარლამენტში უმრავლესობის სხდომა ცოტა ხნით გადაიდო. იმ დროს, როდესაც უმრავლესობის წევრები დარბაზში იკრიბებოდნენ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ცუდად გახდა. მას პირველადი დახმარება დავით სერგეენკომ აღმოუჩინა. ვითარების გასარკვევად ადგილზე იყვნენ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი. ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. იმედინიუსი

3 დღის წინ დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე იპოვეს

3 დღის წინ დაკარგული 15 წლის სანდრო მახათაძე იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს დაკარგული მოზარდი, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ თბილისში, 12 ივლისს იპოვა და კასპის რაიონში, ოჯახში დააბრუნა. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მცხოვრები15 წლის სანდრო მახათაძე სამი დღის წინ გაუჩინარდა. “2 დღის წინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. არ უთქვამს სად მიდიოდა. ადრეც მოახერხა გაპარვა და დიდუბეში ვიპოვეთ, როცა რამე ეწყინება ასე იპარება […]

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ თითქოსდა სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები. ,,ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.  გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში […]

თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა

თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა

გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში რობერტ ნადარაიამ დაწერა: ”…..ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 […]

ვანო ზოდელავა ისევ უგონო მდგომარეობაშია – ”ახლა ავლაბარში კლინიკაში წევს და 2 თვეში სახლში გადავიყვანთ”

ვანო ზოდელავა ისევ უგონო მდგომარეობაშია - ”ახლა ავლაბარში კლინიკაში წევს და 2 თვეში სახლში გადავიყვანთ”

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ერთი წე­ლია, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 2017 წლის 21 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით ის მძი­მე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, როდესაც ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი – “ოპე­ლის”, “მერ­სე­დე­სი­სა” და “ჰონ­დას” მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც “ოპე­ლის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. ავა­რი­ის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვა “ნიუ […]

70 წლის კაცი თსუ-ში მესამე კურსზე სწავლობს

70 წლის კაცი თსუ-ში მესამე კურსზე სწავლობს

70 წლის გიორგი მიქაძე თსუ სტუდენტია, ის უკვე მესამე წელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, სწავლის პარალელურად კი გიდად მუშაობს. „ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. […]