„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, – ამის შესახებ ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ფერმერულ მეურნეობაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, პროდუქციაში ნიტრიტებისა და ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი სერიოზული […]
კატეგორია: საზოგადოება
სკანდალი რუსთაველზე – ქუჩის მუსიკოს ლერი მეტივიშვილს დაკვრა აუკრძალეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია Ermenegildo Zegna Boutique-ისა და Hugo Boss-ის დაცვის თანამშრომლებმა ქუჩის მუსიკოსს ლერი მეტივიშვილს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს. მუსიკოსს მოუწოდეს, რომ მაღაზიის წინ, ტროტუარზე არ დაეკრა და სხვაგან წასულიყო. „2 თეთრს ამით ვშოულობ, ეს ხომ საჯარო სივრცეა, რატომ მიშლიან აქ დგომას?“, – თქვა ლერი მეტივიშვილმა. ფაქტს მოქალაქეებიც შეესწრნენ და ლერი მეტივიშვილს გამოესარჩლნენ, საბოლოოდ მუსიკოსმა […]
ორფოლოში წვრთნაზე 31 წლის ჯარისკაცი მირზა ჩაჩუა გარდაიცვალა
ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნისას გარდაცვლილი ჯარისკაცი 31 წლის მირზა ჩაჩუაა.როგორც “ნიუპოსტს” თავდადცის სამინისტროში განუცხადეს, კაპრალი გულის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას (დაბადებული 17.02.1987 წ.) გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე […]
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა – ვიდეო
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა… მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა“, – აცხადებს არქიმანდრიტი. https://www.facebook.com/beriioane.mchedlishvili/videos/2205267259707056/
„საზმაუდან ხორავას მკვლელობის გამომიძებელ ჟურნალისტებს უშვებენ” – ზაზა სარალიძე მაღალფერიძესთან შეხვედრას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და იმ ფილმზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებმა გადაიღეს. ზაზა სარალიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა იმ ჟურნალისტების გათავისუფლებას აპირებს, რომლებმაც ფილმი გადაიღეს და ეთერში გაუშვეს. სწორედ აღნიშნულ […]
მადლობა პატრულს – აბიტურიენტი გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა
“უნარების გამოცდაზე ვიგვიანებდი, ამას დაემატა ისიც, რომ გზა გადაკეტილი იყო და შესაბამისად საგამოცდო ცენტრამდე ფეხით უნდა ავსულიყავი. მანქანიდან პანიკური შეტევით გადმოვედი და თავი ბოლტი მეგონა, ისე გავრბოდი:) საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობდა გზაზე, იმდენად შეურაცხადი ვიყავი, ერთ-ერთმა შემომთავაზა თუ გაგვიანდება აგიყვანთ 173 სკოლამდეო. შოკში ვიყავი, თვითონ შემომთავაზა, არ დაიზარა, ადგა, მანქანის კარი გამიღო, ჩამსვა და მეუბნება, არაფერი […]
სტიქიის ეპიცენტრი ბეჩოში ინაცვლებს – რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია
სტიქიის ეპიცენტრი ჭუბერიდან ბეჩოში ინაცვლებს. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები და გზები წაიღო. ასევე შეზღუდულია მოძრაობა მყინვარისა და უშბას მიმართულებით. ტურისტული მარშრუტები დროებით დაკეტილია. მყინვარსა და უშბაზე დარჩენილი ოთხი ტურისტი კი დღეს დილით საცალფეხო ბილიკით გადმოიყვანეს. მოსახლეობა ითხოვს, რომ გეოლოგებმა ადგილი შეისწავლონ და გატარდეს წინასაწარი ღონისძიებები […]
მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს
ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა – მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა
ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს. ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა. საგანგებო […]
„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ – რა ხდება სვანეთში
„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ადიდებულ ნენსკრაზე გადასვლა და იმ ტერიტორიის გადაღება შეძლო, სადაც ხალხი შველას ითხოვს. ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა. ადიდებულმა მდინარემ სვანეთში სახლები წაიღო, დანგრეულია ხიდები, განადგურებულია ხის საამქროები, ეძებენ და ვეღარ პოულობენ ავტომობილებს. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია […]










