კატეგორია: საზოგადოება

„საქართველოს მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“ 

„საქართველოს მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“ 

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კეთილდღეობის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსოახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. კვლევის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად 1.25 აშშ დოლარია დღეში მიჩნეული, ოჯახში მცხოვრები თითოეული წევრის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, ანუ ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარი. 2015-2017 წლების პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ […]

ხვალიდან გამოიდარებს

ხვალიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 13 ივნისს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს

ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს

ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილისამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილისამსახურიდან ეთიკის ნორმების […]

11 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. საბურთალოს რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს. გლდანის რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო […]

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა გურამ შეროზიას ბლოგზე გამოჩნდა. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა. რამდენიმე კვირის წინ მას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

”იძინებს მზე” – კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე გარდაიცვალა – ვიდეო

”იძინებს მზე” - კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე გარდაიცვალა - ვიდეო

ქართველი კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შექმნა მუსიკა 30-მდე ქართული ფილმისა და ანიმაციისთვის და როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, ქართულ კულტურას დიდი განძი დაუტოვა. ინფორმაცია კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ ლევან მიზანდარმა გაავრცელა: – წავიდა ჩვენგან სახელოვანი ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, დიდი მაესტრო ნუგზარ ვაწაძე… წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა მზით სავსე მუსიკა, რომელიც ყოველდღიურად მოკრძალებით ისმის […]

”თეა, წადის” ჩამოხსნის ოპერაცია იუსტიციის სახლში – ვიდეო

”თეა, წადის” ჩამოხსნის ოპერაცია იუსტიციის სახლში - ვიდეო

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ხსნიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები შავ ბუშტებს, რომლებზედაც მიკრულია წარწერა ”თეა, წადი”. ეს ბუშტები ცოტა ხნის წინ თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლებმა გაუშვეს. ვიდეომ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ დროისთვის მნახველთა რაოდენობა 10.000-ს მიუახლოვდა. https://www.facebook.com/manqieri/videos/1818815618141160/

”თეა, წადი!” – ანა სუბელიანმა იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვა – ვიდეო

”თეა, წადი!” - ანა სუბელიანმა იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვა - ვიდეო

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა ანა სუბელიანმა, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იუსტიცის სახლში შავი ბუშტები გაუშვა წარწერით „თეა წადი.“ ამ ფორმით მათ იუსტიციის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. “ეს არის ყველაზე სამარცხვინო და უპასუხისმგებლო მინისტრი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რაც გამოვცადეთ. ეს არის მინისტრი რომელმაც დადებითად შეაფასა შოთაძის საქმიანობა, მინისტრი რომელიც არაფრად აგდებს სასამართლო ხელისუფლებას და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს და […]

“ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ სასამართლო დარბაზში იმყოფებით”- მოსამართლემ სადღობელაშვილს უარი უთხრა

"ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ სასამართლო დარბაზში იმყოფებით"- მოსამართლემ სადღობელაშვილს უარი უთხრა

“ქართული მარშის” 7 დაკავებული წევრის სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით მიმართა, თუმცა . მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა უარით უპასუხა და დაკავებულს შეახსენა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფება. “ბატონო ლადო, ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ უფლებას, თქვათ ლოცვა დარბაზში.” – აღნიშნა მოსამართლემ.

ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვა ითხოვა

ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვა ითხოვა

„ქართული მარშის“ 7 დაკავებული წევრის საქმე წინასასამართლო სხდომაზე განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადასინჯოს. გასულ სხდომაზე ქართული მარშის დაკავებული წევრების ჯგუფური ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას […]