კატეგორია: საზოგადოება

სექსუალური შევიწროების სკანდალი – ნინია კაკაბაძეს, ბაია პატარაიას და კიდევ 6 ქალს ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

სექსუალური შევიწროების სკანდალი - ნინია კაკაბაძეს, ბაია პატარაიას და კიდევ 6 ქალს ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

სკანდალური ბრალდებების ადრესატი – ზვიად დევდარიანი სასამართლოს მიმართავს და რვა ქალს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივის. „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდებით კამპანია მხოლოდ იმიტომ აუგორეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არ გამხდარიყო. ზვიად დევდარიანისგან განსხვავებით, მედიასთან მინიშნებებს ვის უჩივიან სასამართლოში , მისი ინტერესების დამცველი აჟღერებს. ერთ-ერთი, ვისაც ადვოკატის მომზადებულ სარჩელში მოხვდება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი […]

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ჯერჯერობით, მიწისძვრის ეპიცენტრისა და სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. იმედინიუსი

ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს – საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა 

ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს - საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა 

საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ, სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას ომბუდსმენი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, […]

ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელში გზის რეაბილიტაციას, წყლისა და გაზის მიწოდებას სთხოვენ. მათი განცხადებით, ქობულეთის მერიას პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებიან. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბონდო თედორაძემ განაცხადა, ქობულეთის […]

დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა

დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა –  საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დილის 8 საათისთვის იგრძნობოდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა მოხდა ღამითაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 28 კილომეტრში, აზერბაიჯანში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცემერსა […]

მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში მოხდა და 5,6 მაგნიტუდა შეადგინა

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველად აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით, მიწისძვრის ეპიცენტრთან და სიმძლავრესთან დაკავშირებული განაცხადეს, რომ […]

თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისას თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე, პირველადი მონაცემებით, 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს. როგორც ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, იმის გამო, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან საკმაოდ შორ მანძილზე დაფიქსირდა, შესაძლებელია მოსახლეობას ბიძგები დროში ხანგრძლივი ეჩვენა, თუმცა რეალურად ერთი ბიძგი იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგები ჯერ არ დაფიქსირებულა, […]

ირაკლი შიოლაშვილი – “დედოფლისწყაროში ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს არც დედოფლისწყაროს რაიონში. როგორც “ინტერპრესნიუსს” რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა განუცხადა, მიწისძვრის შედეგად ამ დროისთვის ნგრევის და დაზიანების შესახებ არც ერთი შეტყობინება არ შესულა. “მე დავუკავშირდი ყველა შესაბამის ორგანოს, […]

თბილისში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი დედოფლისწყაროში იყო, აზერბაიჯანთან საზღვარზე

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თბილისში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. „ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კმ-ში იყო. როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.