კატეგორია: საზოგადოება

“რა აზრი აქვს, უფასო ავტობუსები რომ დაამატეს? ხალხი ვერ ადის” – რა ხდება თბილისის ქუჩებში

"რა აზრი აქვს, უფასო ავტობუსები რომ დაამატეს? ხალხი ვერ ადის" - რა ხდება თბილისის ქუჩებში

დილიდან ისევ ხალხმრავლობაა ავტობუსების გაჩერებებთან. უკვე მეორე დღეა მეტროს ნაცვლად მგზავრებს ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით უწევთ გადაადგილება, რაც თბილისში საცობების პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. ავტობუსები მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად დაამატა, თუმცა მიუხედავად ამისა მოქალაქეები ხალხმრავლობის გამო ავტობუსებში ასვლას ვერ ახერხებენ. “ნახევარი საათია ველოდები. რა აზრი აქვს უფასო ავტობუსები რომ დაამატეს ხალხი ვერ ადის და…“-ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. […]

სოსო რობაქიძე ზაზა სარალიძეს – “სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!”

სოსო რობაქიძე ზაზა სარალიძეს - "სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!"

სად იყა­ვი ზაზა, რო­დე­საც ბუ­ტას კლავ­დნენ, სან­დროს კლავ­დნენ, არ იყა­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ზე?! – ამის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ზაზა სა­რა­ლი­ძე წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, თუ კვლავ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა. “კა­ცუ­რად დარ­ჩე­ბი ცუდი კაცი, თუ ჩვენ­თან არ მოხ­ვალ და გვერ­დით არ დაგ­ვიდ­გე­ბი. ამათ­თან ერ­თად შენ ვერ მო­ი­გებ. […]

„აქეთ მიყენებენ ულტიმატუმებს უკვე?“ – სარალიძე პრემიერთან შეხვედრას მაჩალიკაშვილისა და სხვა შვილმოკლული მშობლების გარეშე არ აპირებს

„აქეთ მიყენებენ ულტიმატუმებს უკვე?“ - სარალიძე პრემიერთან შეხვედრას მაჩალიკაშვილისა და სხვა შვილმოკლული მშობლების გარეშე არ აპირებს

მთავრობის კანცელარიასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მივიდა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი გიორგი კვირიკაშვილს საზოგადოების წარმომადგენლების გარეშე არ შეხვდება: „ვაპირებ შესვლას, პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, რატომ არ ახსენებთ მაჩალიკაშვილს, მარტო პოლიტიკას რომ იძახით ეს ჟურნალისტები? რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა? გასაგებად ვთქვი. ულტიმატუმებს აქეთ მიყენებნ უკვე, კაცო? თქვენი […]

თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრა

თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრა

დედაქალაქის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მემანქანეებმა გაფიცვით დაარღვიეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კომპანიის შიდა განაწესი.ირაკლი ხმალაძე გაფუცულების მიმართ სამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს. „ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო ეს უკანონო აქტი მათი მხრიდან, რომელსაც დღეს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ჰქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის განმავლობაში, ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა მაინც […]

თბილისში მეტრო გაიფიცა – მემანქანეები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში მეტრო გაიფიცა - მემანქანეები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, „ერთობა 2013“-მა უვადო გაფიცვა დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთობა 2013“-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. „დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. “ერთობა 2013”-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, -აცხადებენ „ერთობა 2013“-ში. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეტრო ამ დრომდე ვერ ემსახურება მგზავრებს, რადგან […]

ქუთაისელი გმირები – რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი

ქუთაისელი გმირები - რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი

ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა თავის ფეისგვერდზე წერს: _ რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი ჩვენი ქალაქის დღევანდელი 2018 წლის 31 მაისის გმირები  არიან!!!  დღეს მათ ალმოდებული მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს ჩვენივე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძე და პაატას ბებო , რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. კიდევ ერთელ მადლობა მათ, მათ მშობლებს […]

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

"პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო"

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, შს მინისტრი გიორგი გახარია აპირებს მისვლას. როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივა პარლამენტის შენობასთან. კუპრავამ ყველა შვილმკვდარ ოჯახს მიმართა მიკროფონთან მივიდეს, რადგან მათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება ექნებათ შს მინისტრთან. „ჩახედოს მან შვილმკვდარ მშობლებს თვალებში […]

ზაზა სარალიძე – ”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავით”

ზაზა სარალიძე - ”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავით”

პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს რუსთაველზე, პარლამენტთან განუცხადა. „დეტალებში აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები, დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა ავიღე და წამოვედი. პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, […]

ზაზა სარალიძის  ოჯახი ილია მეორეს შეხვდა 

ზაზა სარალიძის  ოჯახი ილია მეორეს შეხვდა 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი პატრიარქს შეხვდა. საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია სარალიძემ უკომენტაროდ დატოვა.

  “მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა…” – ვინ არის ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა

  "მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა..." - ვინ არის ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა

27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძისა და 65 წლის ტი­მო­შა გაბ­რი­ა­ძის ოჯახი სამძიმარს იღებს. ტყიბული ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დაღუპულებს მოხდა. ტრაგედია დღეს, გამთენიისას დატრიალდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი, მიკროშახტში მის დასახმარებლად ჩავიდა თუმცა, ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრო კიდევ ერთი მუშა, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. ტყი­ბუ­ლე­ლები […]