გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს.
კატეგორია: საზოგადოება
პარლამენტის ეზოში ელექტროავტობუსი გაიჭედა
საქართველოს პარლამენტის ეზოს შესასვლელში ელექტროავტობუსი გაიჭედა. გიმნაზიისა და პარლამენტს შორის ასასვლელი გზა ამ წუთებში პარალიზებულია. ავტობუსი დელეგაციას ემსახურება, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ამის შესახებ მედიაცენტრი წერს. პარლამენტში საქართველოში 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენცია იმართება, რომელშიც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი და დელეგაცია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ელექტროავტობუსია, რომელიც კომპანია “ფრეგობასმა” თბილისში შემოიყვანა […]
კახა კალაძე – ”მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს…”
რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ ფეისბუქში დაწერა:: ”მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული.. მაგრამ… იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა – ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით რა […]
გიორგი გაბუნია – ”ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე, თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. მე მას ვერაფერს დავუშავებ და არც დავუშავებ”
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსტსკრიპტუმი სპეციალური მიმართვით დაიწყო და ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საუბარია რელიგიურ თემებზე მის მიმართ გაჟღერებული ფრაზების შედეგად გამოწვეულ ვნებათაღელვაზე, რასაც საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გაბუნია მისი ბიოგრაფიის დეტალებს ყვება და განმარტავს, რომ იესო მისთვის პირველ რიგში ადამიანია და იმასც ყვება თუ რამდენად მჭიდრო კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან. – როდესაც ვუსმენ, […]
საქართველოდან “GREVIO”-ს წარმომადგენელი ლადო მკერვალიშვილი იქნება
საქართველომ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO), საქართველო ახალ წევრად დაასახელა და საქართველოდან წარდგენილი კანიდიდატებიდან ვლადიმერ მკერვალიშვილი აირჩია. ახალი წევრების არჩევნები 24 მაისს, სტარსბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად GREVIO-ს წევრები გახდნენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები. GREVIO 15 სხვადასხვა ქვეყნის […]
„112-ში დავრეკე, პალატაში ვწევარ ორი საათია, ექიმი არ მოდის და სასწრაფო გამოუშვით-თქვა…“ – გურიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი
„გურიის მოამბე“ ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მოხდარ ტრაგიკომიკურ ამბავზე წერს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები სიმონ დონაძე, დღისით, მზისით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ცენტრ “ჩემი მარკეტ”-თან იმყოფებოდა, როცა უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა. უამრავი ხალხი მისცვივდა წაქცეულს, ზოგი რა “ტაბლეტს” ჩრიდა პირში და ზოგი რას. ვიღაცამ 112-შიც დარეკა და… ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. ვინაიდან, ბატონი […]
თბილისის განტვირთვა შესაძლებელია
მწერალი-ბელტრისტი თამაზ ჭეიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს: „ბატონო პრემიერ მინისტრო, დაახლოებით სამოციან, სამოცდაათიან წლებში, კომუნისტები სხვადასხვა ორგანიზაციებს ურიგებდნენ ექვსი მეასედი ფართობის მიწის ნაკვეთებს, თანამშრომლებისთვის. ამგვარად, უთვალავი მიწის ნაკვეთი დარიგდა ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. დღეს ეს ნაკვეთები მოუწყობელია! გაეცით განკარგულება შეიქმნას იქ ინფრასტრუქტურა ( წყალი, გაზი, ელექტროენერგია, გზა) და დამერწმუნეთ, ქალაქები განიტვირთება. პატივისცემით, თამაზ […]
რა ხდება ენგურჰესზე – რატომ იტბორება ენგურის ქვედა დარბაზი
ქვეყნის ენერგოსისტემა უკვე მეორე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. ყველაზე მსხვილი ჰიდრო-ელექტორსადგური გათიშულია, არ მუშაობს ენგურჰესის არც ერთი აგრეგატი. „კურიერმა“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა ენგურის ქვედა დარბაზში. ვიდეომასალაში ჩანს, რომ სივრცე, სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე. უკვე მეორე დღეა, სპეციალისტების წყალს ტუმბავენ, თუმცა, ტერიტორია ისევ დატბორილია. ამ დროისთვის ენგურჰესი გაჩერებულია […]
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაწანწალა ძაღლმა დაკბინა?
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაწანწალა ძაღლმა დაკბინა. ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია იტყობინება, ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მომხდარის შემდეგ ლაშა კომახიძემ უკანონო ბრძანება გასცა და შესაბამის უწყებას ბულვარის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველების დაჭერა მოსთხოვა. ბათუმის მერიაში ლაშა კომახიძის დაკბენისა და მის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მას სიცრუეს უწოდებენ. ნიუპოსტი
წვიმა, ელჭექი და სეტყვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 28 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 27 მაისს იწვიმებს დღის საათებშიც. ჰაერის ტემპერატურა […]










