კატეგორია: საზოგადოება

მამა პეტრე: „ნუთუ ასე გაუჭირდა შენს ტელევიზიას, რომ ღვთისმშობლის შეურაცხყოფა გახდა აუცილებელი“

მამა პეტრე: „ნუთუ ასე გაუჭირდა შენს ტელევიზიას, რომ ღვთისმშობლის შეურაცხყოფა გახდა აუცილებელი“

მამა პეტრე კოლხი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს გიორგი გაბუანიას ღია წერილით მიმართავს. „ღია წერილი გიორგი გაბუნიას გიორგი, სალამი! არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს, გტკივა, განიცდი… ამ ყველაფრის მოსაგერიებლად კი არასწორი მეთოდებით იბრძვი… ახლოს რომ იყო, მეტს გეტყოდი, მეტს ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მომისმენდი, ან საერთოდ გექნებოდა თუ […]

დეკანოზი თამაზი – ”ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანული არ არის”

დეკანოზი თამაზი - ”ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანული არ არის”

მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში დაწყევლის შესახებ საუბრობს. “დაწყევლის შესახებ როცა განკაცებული ღმერთი ავაზაკივით შეიპყრეს, ცილი დასწამეს, აგინეს, თავში ჯოხით სცემეს, აფურთხეს (სახარებაში ასე წერია), გაშოლტეს, სახეში სილა გააწნეს და ბოლოს ჯვარზე მიაჭედეს, მაინც არ დაუწყევლია მისი მაგინებლები და მამა ღმერთს ასე ევედრებოდა მათთვის: გთხოვ, “აპატიე მამაო, რამეთუ არ ესმით, რას […]

საპატრიარქო – ”სამღვდელოებამ უნდა შეწყვიტოს რუსთავი 2-თან ურთიერთობა”

საპატრიარქო - ”სამღვდელოებამ უნდა შეწყვიტოს რუსთავი 2-თან ურთიერთობა”

საქართველოს საპატრიარქო “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებენ, სამაუწყებლო კომპანიასთან შეწყვიტონ ურთიერთობა, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მის გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებასაც მიმართავს. “17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად “რუსთავი 2”-მა გამოხატა. მიუხედავად […]

მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა – ”ეგ არის ეშმაკის მსახური, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს”

მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა - ”ეგ არის ეშმაკის მსახური, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს”

ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას რუსთავი 2-სა და გიორგი გაბუნიაზე ისაუბრა. “ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეუარცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. უკვე აშკარა არის, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალს, იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიც […]

ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გარეშე მომსახურებისას 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ

ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გარეშე მომსახურებისას 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ

დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომის გამართვის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. მისივე თქმით, ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გარეშე მომსახურებისას 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. “ტაქსებთან დაკავშირებით პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა […]

მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა

მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა

მათემატიკის გამოცდაში ზღვარის გადალახვა მე-12 კლასელთა 88%-მა მოახერხა, 12%-მა კი გამოცდა ვერ ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისტორიის გამოცდა მე-12 კლასელთა 4%-მა ვერ ჩააბარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მე-11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება. მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები კი 20 მაისს დაიწყო. იმედინიუსი

“დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი 2” – ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა

"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი 2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა

გურამ ფალავანდიშვილი “რუსთავი 2”-ის დახურვას ითხოვს და მოქალაქეებს დღეს 19 საათზე ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებს. – რუსთავი 2 არის პროპაგანდისტი გარყვნილების, ნარკომანიის, აბორტების და ყველა გადაგვარების, – აცხადებს ფალავანდიშვილი. მისი განცხადებით, გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა უკვე მეორედ იხუმრა და “დასცინა ღვთისმშობელს”. ნიუპოსტი

ზუგდიდში სკოლის 3 მოსწავლე ანტიფაროსანას ნივთიერებამ მოწამლა

ზუგდიდში სკოლის 3 მოსწავლე ანტიფაროსანას ნივთიერებამ მოწამლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სოფელ ურთიდან სკოლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ სამი მოსწავლე შეიყვანა დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ნივთიერებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ. – სამივე ბავშვს გამოხატული ჰქონდა ბრონხოსპაზმი და […]

კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა

კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა

კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. აღწერა კლუბის ტერიტორიაზე დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცველები ექსპერტები და კლუბის მფლობელები კლუბის შენობაში შევიდნენ. კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან „ბასიანის“ დამფუძნებლები და მათი ადვოკატები. კლუბის ტერიტორიაზე იმყოფება კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით, შენობაში შესვლის საშუალება ჟურნალისტებსაც მიეცემათ. რაც […]

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” – რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” - რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. “გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში რომ მივალ, საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?”, – აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45%-ით გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები […]