კატეგორია: საზოგადოება

 ნიკოლოზ წულუკიძე ეთერს უბრუნდება

ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება. ამის შესახებ „იმედის დღის“ თანაწამყვანებმა რამდენიმე წუთის წინ მაყურებელს აცნობეს. „ხვალ ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, განსაკუთრებული დღეა. გარდა იმისა, რომ ხვალ 26 მაისია, ხვალიდან ნამდვილი ჰარმონია დაბრუნდება ჩვენს სტუდიაში. ხვალ ჩვენს ნიკოლოზთან ერთად მოგესალმებით. ხვალ ჩვენი ნიკოლოზი ხვალიდან ჩვენი მაყურებლის წინაშე იტყვის, რომ 12 საათი და 30 წუთია და ჩვენ […]

„მაიმუნის ყვავილით“ პირველი სავარაუდო ინფიცირებული ათენში კაფსულით გადაიყვანეს  

​როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის ბრიტანელი ახალგაზრდა, რომელიც კეფალონიაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, გამოსაკვლევად ათენში, სპეციალური კაფსულით გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდას, „მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი გამონაყარი აღენიშნება. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებები

გონივრული სილამაზე “შეგნებული სილამაზის” კამპანია თმისა და კანის მოვლის უბრალოდ ეფექტურ გადაწყვეტილებებს სცდება. ეს უფრო გააზრებული მიდგომაა სილამაზის პროდუქციის მოხმარების მიმართ, რომელიც შთაგვაგონებს, განვიხილოთ არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის, არამედ როგორ ზემოქმედებას ვახდენთ ჩვენს გარემოზე და საზოგადოებაზე. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი: უნდა ვიპოვოთ პროდუქტი, რომელიც ჩვენს პრობლემას გადაჭრის, მაგრამ არა ჩვენი ჯანმრთელობისა […]

ქუთაისში გაუჩინარებულ, 33 წლის დათო ნოზაძეს ეძებენ

მეორე დღეა ქუთაისში გაუჩინარებულ, 33 წლის ბიჭს ეძებენ. დათო ნოზაძე გუშინ, 23 მაისის დილის 06:00 საათზე გავიდა სახლიდან, ბოლო კვალი კი ქუთაისში, „პასილოკში“ მდებარე მაგნიტის კამერებშია დაფიქსირებული. ოჯახის ინფორმაციით, ძებნის პროცესში ჩართულია პოლიციაც. ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 598 44 46 50.

ხვალიდან საქართველოში იწვიმებს

23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა თბილისის დროით 08:42 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჩვენს კოლეგას, 28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობას საჭიროებს თურქეთში. გამომდინარე მისი წინა, ღვიძლის პრობლემიდან, შეუძლებელია საქართველოში მისი განკურნება (თრომბოზი, 2015 წელს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თურქეთში) და ახლაც საჭიროებს სტამბულში, აჯიბადენის კლინიკაში გამგზავრებას, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული (40.000 ლარი). ხატია 29 მაისს თურქეთში უნდა იყოს. დახმარების შესაძლებლობის […]

პუტინის სიძე გვარად ზელენსკია 

ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან შექმნა ოჯახი და ბოლო რამდენიმე წელია მასთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ვაჟნიე ნოვოსტი” აქვეყნებს, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტად” და “არასასურველ ორგანიზაციადაა” გამოცხადებული. “ვაჟნიე ნოვოსტიმ” გამოძიება გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით […]

ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. „პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში. მაღალი თანამდებობებიც მქონდა და შესაბამისი გავლენებიც. პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან.“ – განაცხადა ლევან მამალაძემ ტვ პირველთან ინტერვიუს დროს. კითხვაზე: რას ფიქრობთ, რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” თქვენი ამნისტირების გადაწყვეტილება? მამალაძე: “ქართული ოცნებას” არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, ეს […]

ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს სტატიას, სადაც დეტალურად აღწერილია თუ რა საქმეების განხილვა დაავალეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს. თუ რატომ დაავალეს ყველა ოპოზიციონერის საქმის განხილვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კითხვაზეც ღიად პასუხობს სტატიაში. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა […]