ლექსო თორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ცხედარი აეროპორტიდან კონსერვატორიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხვალ კი ქართველ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ლექსო თორაძე შეერთებულ შტატებში 40 წელი ცხოვრობდა. მუსიკოსი 69 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კატეგორია: საზოგადოება
„რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა..” – საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით „არ ჰგონია” მიმართონ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ ნიკა გვარამიამ საპატრიარქო „ლანძღა”. „რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას – “Made in Georgia”-ს იწყებს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახალ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. “Made in Georgia” ქართული კომპანიების მხარდაჭერასა და მეტი შესაძლებლობის გაზიარებას ისახავს მიზნად. კამპანიაში ჩართული ბიზნესები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი […]
თვალების სიყვითლე, უმადობა, გონების დაბინდვა – ჯანდაცვა მშობლებს აფრთხილებს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500- მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი. თვალების სიყვითლე, უმადობა, ძლიერი სისუსტე, გულის რევის შეგრძნება და გონების დაბინდვა,- ეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, დაუდგენელი წარმოშობის ინფექციას, მწვავე ჰეპატიტს ახასიათებს. მეცნიერებისთვის ჯერ ამოუხსნელი ახალი ვირუსი, სწრაფად ვითარდება და რამდენიმე […]
„არ ველოდი, ძალიან რთულია“ – ნიკა გვარამიას მეუღლე
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე სოფიო ლილუაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ განაჩენს არ ელოდა. სოფიო ლილუაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ გამაგრდნენ. „არ ველოდი, ძალიან რთულია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, როდესაც სკოლიდან გამოვლენ. გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“,- ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 3 წლითა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
8 წლის დათის ისრაელში ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეუჩერდა, საუბარი არ შეუძლია
8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში იმყოფება. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “დათისთვის” მოზარდის მდგომარეობაზე მორიგი ინფორმაცია ვრცელდება. „დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ. ტრაქეოსტომის […]
„ცარიელი ლანდი დარჩა. პატიმრობა უნდა შეწყდეს დროებით“ – გიული ალასანია
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მის შვილს ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. “საერთოდ, ადამიანი დარჩა ცარიელი ლანდი. რამდენი კვლევაც არ უნდა ჩაუტარდეს, მას სჭირდება მკურნალობა. ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. კლინიკას არ აქვს ასეთი გამოცდილება. თვითონ ექიმები ამბობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ პოზიციაზე აგრძელებენ დგომას და აგრძელებენ ისევ რუსეთის სამსახურში ყოფნას. პატიმრობა უნდა შეწყდეს დროებით, ვიდრე […]
ნინო ნადირაძე – “სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია, მისი კვლევების ვადაზე ვერაფერს გეტყვით”
„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულით, მან ჟურნალისტების კითხვაზე გასცა პასუხი, მძიმეა თუ არა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ნადირაძე განმარტავს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კვლევები უტარდება, კონკრეტული დასკვნების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა ექნებათ. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს გიული ალასანიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, […]
„ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, დღეს რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – გიული ალასანია შვილზე“
დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – ასეთი შთაბეჭდილებით დატოვა გიული ალასანიამ ვივა მედის კლინიკა, სადაც მან დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ალასანიას შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა და ჩანს, რომ რეაბილიტაცია იმ კლინიკაში შეუძლებელია: “ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ჩანს, რომ მისი რეაბილიტაცია აქ ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო, დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ […]










