კატეგორია: საზოგადოება

ჩხუბი 207-ე სკოლაში – დაშავებული მე-11 კლასელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩხუბი 207-ე სკოლაში - დაშავებული მე-11 კლასელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, სანზონაში რაიონში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები არ დაემორჩილნენ მანდატურთა გაფრთხილებას, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში […]

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი რიკოთზე ავარიულად, მუხრუჭების დაზიანების გამო გაჩერდა

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი რიკოთზე ავარიულად, მუხრუჭების დაზიანების გამო გაჩერდა

თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებელი რიკოთის უღელტეხილზე ავარიულად გაჩერდა. როგორც „ნიუპოსტს“ მატარებლის მგზავრი უყვება, მათ განუცხადეს, რომ მატარებლის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა და მემანქანე, დამხმარესთან ერთად თავად ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ იმყოფებიან. როგორც „ნიუპოსტი“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ხარვეზის გამო მემანქანემ მატარებლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი შემოწმების შემდეგ კი მოხდა მატარებლის დაძვრა.

უკაცოდ დარჩენილი ქალი ცოდვაა

უკაცოდ დარჩენილი ქალი ცოდვაა

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური – 88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ, ვაი, დედაშნის დარჩენასო. მას […]

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. უწყების ცნობით, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები შერჩევითი კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად. ,,ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ […]

გიორგი ქისტაური ლიზა ქისტაური გახდა – “გათენებამდე ვტიროდი ხოლმე” – ვიდეო

გიორგი ქისტაური ლიზა ქისტაური გახდა - "გათენებამდე ვტიროდი ხოლმე" - ვიდეო

“ხშირად ღამე წამომხტარვარ და მიტირია გათენებამდე, ოღონდ ვერ ვხვდებოდი რატომ ვტიროდი. ეს ყველაფერი კი ხდებოდა იმის გამო, რომ ვერავის ვერ ვუყვებოდი რა მაწუხებდა.. ჩაკეტილი ვიყავი და პირველ რიგში ეს მანგრევდა ფსიქოლოგიურად..” – ლიზა ქისტაური ,,ნანუკას შოუში“ ყვება, როგორ იყო კაცი გიორგი და გახდა ქალი ლიზა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/NanukaZhorzholianiShow/videos/1934678836604090/

რატომ გარდაიცვალა თვითმფრინავში მურაზ ხუდოევი – მისი ოჯახი პეგასუსს ადანაშაულებს

რატომ გარდაიცვალა თვითმფრინავში მურაზ ხუდოევი - მისი ოჯახი პეგასუსს ადანაშაულებს

თვითმფრინავში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და კომპანია „პეგასუსს“ ადანაშაულებს. 28 წლის მურაზ ხუდოევი დილის 5 საათზე თვითმფრინავის დაძვრისთანავე შეუძლოდ გახდა და დაახლოებით, 10 წუთში გარდაიცვალა. დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, ბორტზე ცუდად მყოფს პირველადი დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რაც საბოლოოდ ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. გარდაცვლილის დებმა მგზავრების ნაამბობით იციან, რომ რეისის გაფრენა, თითქმის, ნახევარი საათით დაგვიანდა […]

დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დალი ფანჯიკიძე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი, 1993 წლიდან პროფესორი და კათედრის გამგე იყო. დალი ფანჯიკიძეს თარგმნილი აქვს თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“, უ.პლეცდორფის „ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი“, გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“; ჰერმან ჰესეს „ფიქრი […]

ვახო სანაიამ ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემიდან გაძევება სცადა – ვიდეო

ვახო სანაიამ ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემიდან გაძევება სცადა - ვიდეო

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ხალხი და პოლიტიკა” ერთმანეთს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია და სტუმარი ნიკოლოზ მჟავანაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების თემა ჰერეთზე გადაცემის გაკეთების მოთხოვნა იყო, რომელიც სტუმარმა მასპინძელს დაუყენა. ვახო სანაიამ მჟავანაძის ლაპარაკს სისულელე უწოდა და მას კარისკენ მიუთითა.

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში, მეგობართან იპოვეს

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში, მეგობართან იპოვეს

ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეგობართან იპოვეს. გოგონა 21 აპრილს გაუჩინარდა, დედის თქმით, არასრულწლოვანს კომპიუტერში “საშინელი ვიდეოები” აღმოუჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

139-ე სკოლის დირექტორ ნათია ფხალაძის საქმეს განათლების სამინისტრო სწავლობს – სკოლაში აქცია განახლდა

139-ე სკოლის დირექტორ ნათია ფხალაძის საქმეს განათლების სამინისტრო სწავლობს - სკოლაში აქცია განახლდა

პროტესტი 139-ე საჯარო სკოლაში გუშინ განახლდა. მოსწავლეებისა და პედაგოგების ნაწილი დირექტორის გადადგომას ითხოვს. ბავშვები ამტკიცებენ, რომ ნათია ფხალაძე მათ უფლებებს არღვევს და დაგვიანებულ მაღალკლასელებს გაკვეთილების ბოლომდე ბიბლიოთეკაში კეტავს. ბრალდებებს უარყოფს სკოლის ადმინისტრაცია. მოსწავლეების მონაყოლს „პოსტ სკრიპტუმის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც 139-ე საჯარო სკოლის დირექტორის სადამსჯელო ღონისძიების შესახებ გახდა ცნობილი, მოსწავლეები და პედაგოგები განათლების […]