2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. უწყების ცნობით, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები შერჩევითი კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად.
,,ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი.
სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს. 22 კლინიკას 2019 წლის 1 აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა”,- განაცხადეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში.
knews.ge

