საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის მორიგ გატაცებას პროტესტი მოჰყვა. არსებული იფნრომაციით, გატაცებული დავით ილურიძე შშმ პირია. სამოქალაქო აქტივისტები დავით ქაცარავასთან ერთად ჟინალიში იმყოფებიან. მათი მიზანი იყო გზაის გადაკეტვა, რათა ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან მომავალი ავტომანქანები რუსული სანომრე ნიშნებით არ გამოეტარებინათ, მათი თქმით, ეს არის გზავნილი იმისა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე. ქაცარავა ამბობს, რომ რუსულმა მხარემ […]
კატეგორია: საზოგადოება
საინჟინრო სამართალი – უპრეცედენტო პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ტიპის მენეჯერების გაზრდას იწყებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცხრე სართულზე ლიფტიდან გამოსვლისთანავე თვალში გვხვდება თემიდას კუთხე ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და აშშ-ის დროშებითა და კონსტიტუციებით, სადაც, ასევე, გამოფენილია 1776 წლის 4 ივლისის აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ნიმუში. ეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია. – ჩვენ გვაქვს საჯარო სამართლის ლაბორატორია, სადაც დაცულია ყველა ქვეყნის კონსტიტუცია, […]
“სატანისტები ვეგონეთ” – ჯგუფი Rotting Christ თბილისის აეროპორტში 12 საათი დაკავებული ჰყავდათ
ბერძნული მუსიკალური მეტალ-ჯგუფი Rotting Christ-ი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ჯგუფის წევრები თბილისის აეროპორტში, 12 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჯგუფის სოლისტი სალის სტოკი განცხადებაში წერს, რომ ისინი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვიდნენ, საპასპორტო კონტროლის შემდეგ კი აეროპორტში ის და მისი ძმა პოლიციელებმა გააჩერეს და მალევე დამატებითი შეკითხვების დასასმელად აეროპორტის ერთ-ერთ ტერიტორიაზე წაყოლა სთხოვეს. ამასთან, სამართალმდაცველებმა მათ პასპორტი და […]
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 94 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი დაუკანონდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ. ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა […]
რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს
ვაკეში, რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. კალაძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტრანსპორტირების სამსახური უკვე მუშაობს. რაც შეეხება ქუჩის რეაბიოლიტაციის, პროცესს, რომელიც 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება, იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი […]
ნიგერიელმა სტუდენტებმა თბილისის მერთან ერთად „საქართველოო ლამაზო“ იმღერეს
დიღმის მასივში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს, ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის, ამხანაგური მატჩის შემდეგ თბილისის მერმა, სტუდენტები ჯერ მწვადის საჭმელად დაპატიჟა, შემდეგ კი მათთან ერთად სუფრასთან „საქართველოო ლამაზო“ იმღერა. ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა. მატჩში თბილისის მერის კახა კალაძის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდნენ. 8 აპრილს, სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი […]
გიორგი სანაიას შვილი “რუსთავი2”-ის წამყვანი გახდა – სანდრო სანაია „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში
„დილა მშვიდობისა საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერს უკვე შაბათ-კვირასაც დაიკავებს. მაყურებელი უკვე უქმეებზეც შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, ფსიქოლოგის რჩევების მიღებას, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას, გემრიელი კერძების მომზადებას და ვარჯიშს. განსაკუთრებული სიურპრიზი რუსთავი2-ის მაყურებლებისთვის იყო ის, რომ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი სანდრო სანაიაა, რუსთავი2-ის პოპულარული ჟურნალისტის, 2001 წელს მოკლული გიორგი სანაიას შვილი.
კალაძე – ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. – სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი […]
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – ბარში სეტყვა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი
გია ჩხეიძემ მამის ცხედარი ამოთხარა – რას ედავება ექიმ გიორგი გერლიანს ოჯახი
ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა – რა გახდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. შაქრო ჩხეიძის შვილმა, გია ჩხეიძემ, მამის საფლავი ამოთხრა, რათა დარწმუნებულიყო, ცხედარი ნამდვილად შაქრო ჩხეიძეს ეკუთნოდა თუ არა. ჩხეიძეების ოჯახმა საფლავის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექსპერტიზიდან გადმოსვენების შემდეგ გვამი მათი დასწრების გარეშე დამარხეს. გია ჩხეიძე ამბობს, […]










