დიღმის მასივში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს, ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის, ამხანაგური მატჩის შემდეგ თბილისის მერმა, სტუდენტები ჯერ მწვადის საჭმელად დაპატიჟა, შემდეგ კი მათთან ერთად სუფრასთან „საქართველოო ლამაზო“ იმღერა. ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა. მატჩში თბილისის მერის კახა კალაძის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდნენ. 8 აპრილს, სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი […]
კატეგორია: საზოგადოება
გიორგი სანაიას შვილი “რუსთავი2”-ის წამყვანი გახდა – სანდრო სანაია „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში
„დილა მშვიდობისა საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერს უკვე შაბათ-კვირასაც დაიკავებს. მაყურებელი უკვე უქმეებზეც შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, ფსიქოლოგის რჩევების მიღებას, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას, გემრიელი კერძების მომზადებას და ვარჯიშს. განსაკუთრებული სიურპრიზი რუსთავი2-ის მაყურებლებისთვის იყო ის, რომ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი სანდრო სანაიაა, რუსთავი2-ის პოპულარული ჟურნალისტის, 2001 წელს მოკლული გიორგი სანაიას შვილი.
კალაძე – ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. – სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი […]
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – ბარში სეტყვა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი
გია ჩხეიძემ მამის ცხედარი ამოთხარა – რას ედავება ექიმ გიორგი გერლიანს ოჯახი
ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა – რა გახდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. შაქრო ჩხეიძის შვილმა, გია ჩხეიძემ, მამის საფლავი ამოთხრა, რათა დარწმუნებულიყო, ცხედარი ნამდვილად შაქრო ჩხეიძეს ეკუთნოდა თუ არა. ჩხეიძეების ოჯახმა საფლავის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექსპერტიზიდან გადმოსვენების შემდეგ გვამი მათი დასწრების გარეშე დამარხეს. გია ჩხეიძე ამბობს, […]
დასავლური განათლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ
ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართალი გაძლიერებულად ისწავლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ნატოსა და ევროკავშირის სასწავლო ცენტრებთან. მათი ექსპერტები ფაკულტეტზე ლექციებს, სემინარებსა და ტრენინგებს პერიოდულად ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის კაბინეტის გვერდით გახსნილია ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია. განათლების დასავლური ვექტორი – სტუდენტებში თავიდანვე ვნერგავთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ევროპისკენ ორიენტირებული და […]
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა
ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო დედაქალაქში, კონკრეტულად კი გლდანში. დაიტბორა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. ამ ობიექტებში შევარდა წყლის ძლიერი ნაკადი. მოვაჭრეების დასახმარებლად ადგილზე მაშველები მივიდნენ და წყალი ამოტუმბეს. ხიზანიშვილის ქუჩაზე წყლის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა ხნით ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა. ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.
ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა. მანამდე მსახიობი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს. ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად […]
რუსთავში გაზით 2 ბავშვი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრო რაიონის #32-ე კორპუსში მოხდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია აქვთ და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და […]
ქართულ ბაზარზე „გაზპრომ მედია“ НТВ-Плюс-ით შემოდის
მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ ქართულ ბაზარზე შემოდის – კომპანია საქმიანობას ბრენდით НТВ-Плюс-ით გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება. „მედია ჯგუფის“ წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ. NTV-PLUS-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლა არ უკავშირდება მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს. „გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს შორისაა. საქართველო, რა […]










