საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სამსახურში არ დადის.როგორც „ნიუპოსტს“ ტელევიზიის თანამშრომლები უყვებიაბ, მაღლაფერიძე ტელეკომპანიაში ბოლო ერთი კვირაა არ გამოჩენილა. არხის თანამშრომლებისთვის მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მაღლაფერიძის გაუჩინარება შესაძლოა, მაუწყებელში არსებულ კრიზისებს უკავშირდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო სექტორმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კონკრეტულ კლანს ეკუთვნის და არა […]
კატეგორია: საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს
ირაკლი შიხიაშვილი – ”დოდოს საშინელ სინამდვილეს ხვალ ვეტყვით და შვილის ცხედართან მივიყვანთ”
ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად […]
ლაშა ჩხარტიშვილი – “საქართველოში ჰაერი კლავს”
რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს მოსახლეობას და ბუნებას დიდი ჰესები, რა იწვევს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას, დგას თუ საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს სუნელების გაყიდვა აეკრძალა. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ მთავრობა ამას მათზე ზრუნვის გამო აკეთებს. თქვენ რას ფიქრობთ? […]
თორნიკე შარაშენიძე – “პლეხანოვზე თურქული რესტორანი თუ არ მოგწონს, შენ გააკეთე უკეთესი, დაგიშალა ვინმემ?!”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს და ეს ფორმატი გაგვიუქმონ. დიდი ნაკადი გადის საქართველოდან და უკან მცირე ბრუნდება, რას იტყვით თქვენ? – ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამოძახილია. ამას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება და ეს ძალიან რთული ამოცანაა. ამას საქართველოს […]
ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამთა ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა ია ანთაძემ, ირაკლი აბსანიძემ და თამთა ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს. მიზეზად პირველი არხის მენეჯმენტსა და ქარტიის საბჭოს შორის არსებული კონფლიქტი სახელდება. კონფლიქტის მიზეზი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ექვსპუნქტიან გეგმის გამოქვეყნება გახდა, რომლის ხელმომწერებს შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაცაა. არასამთავრობოები გეგმის ფარგლებში ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას, საბჭოს წევრების […]
შესაძლოა, “TV პირველი” დაიხუროს
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ტელეკომპანია “პირველი” დაიხუროს. ამის მიზეზი კი არხზე შექმნილი ფინანსური პრობლემებია. “დაიჯესტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 12 თებერვალს, 20:00 საათზე, ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში განცხადებას გააკეთებენ. “დაიჯესტის” წყაროს ცნობით, განცხადება სავარაუდოდ, ტელეკომპანიაში არსებულ ვითარებასა და იმ ფინანსურ პრობლემებს შეეხება, რომლის წინაშეც სატელევიზიო არხი დადგა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ტელეკომპანიის მფლობელსა […]
მზიან ამინდში ბათუმი ნისლით დაიფარა
მზიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის დიდი ნაწილი ნისლმა დაფარა. სინოპტიკოსთა განცხადებით, მოვლენაში განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ნისლი ამჯერად იშვიათი ფორმით გავრცელდა. – ჩვეულებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენაა, მიწის ზედაპირის თბილი ტემპერატურისა და ჰაერის ცივი მასების ზემოქმედების შედეგი. თუმცა ნისლი შეიძლება სხვადასხვა ორიგინალური და იშვიათი ფორმით გავრცელდეს, რასთანაც ამჯერად გვაქვს საქმე,- განუცხადეს 1tv-ს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.
დავით მუხიგული: დოდო გუგეშაშვილს საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს
– დოდო გუგეშაშვილი დღეს და ხვალაც, შესაძლოა, რეანიმაციაში დატოვონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუგეშაშვილს საუბარი შეუძლია, თუმცა მისი დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა. – დღეს და სავარაუდოდ ხვალაც, აპირებენ რეანიმაციაში დატოვებას. გონზე არის, მაგრამ არ უნდათ, რომ გააგებინონ შვილის ამბავი. არ გვაქვს ინფორმაცია, როდის მოხდება დაკითხვა. […]
რატომ წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში
პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. კიბერ უსაფრთხოების და ბიზნეს ადმინისტრირების დარგში საპატრიარქოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი განათლების სფეროს სპეციალისტებს უკვე შეხვდა. მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები მაისში […]










