თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი 6 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში 1 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” 56-ე ბაღის თანამშრომლებმა განუცხადეს. პედაგოგების ცნობით, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ გოგონას რკინა დეფიციტური პრობლემა ჰქონდა, რაზეც მკურნალობდნენ და ბაღში სიარულს დროებით შეწყვეტდნენ. მათივე ცნობით, შემდეგ გაიგეს, რომ აღსაზრდელს სავარაუდოდ, ჩუტყვავილა დაემართა და გაუმწვავდა. […]
კატეგორია: საზოგადოება
დღეს და ხვალ თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +10 გრადუსის ფარგლებში. 21 თებერვალს ქვეყნის ცალკეულ […]
დავით სერგეენკო – “ბავშვის გარდაცვალება სისხლმდენმა ჩუტყვავილამ გამოიწვია”
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა. მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. – პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში […]
იმედსა და მაესტროს ერთი მფლობელი, ინა გუდავაძე, ჰყავთ – ირღვევა თუ არა კანონი?
ტელეკომპანია იმედის 100-პროცენტიანი წილისა და ტელეკომპანია მაესტროს 25-პროცენტიანი წილების მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ცოლი, ინა გუდავაძეა. ორივე არხი საერთო, ნაციონალური მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ საინფორმაციო პროგრამები და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან. რა წერია მაუწყებლობის შესახებ კანონში მაუწყებლების ფლობის საკითხს მაუწყებლობის შესახებ კანონი არეგულირებს. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს ერთსა და იმავე სამაუწყებლო (დაფარვის) […]
თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილით გარდაიცვალა
თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანს ანემია ჰქონდა, რასაც ჩუტყვავილას გართულება დაერთო. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვა ამან გამოიწვია. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მათი სამსახური ამ შემთხვევის შესწავლაზე მუშაობს: – ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად […]
თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი ივლის
რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი გამოჩნდება. იდეა მოძრაობას ძალა ერთობაშია ეკუთვნის. ტაქსის მანქანები საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის – მავთულხლართების კომბინაციით იქნება გაფორმებული. მისი მთავარი დანიშნულება ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქველმოქმედება იქნება. ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი ძალა ერთობაშიას წევრები იქნებიან. […]
”გიორგი სანაიას მკვლელობის წინა დღეს პარლამენტში ირმა ნადირაშვილის თვალწინ გადავეცი კასეტა, რომელიც უკვალოდ გაქრა” – სკანდალური მკვლელობის კიდევ ერთი მოწმე ალაპარაკდა
ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობის შესახებ ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრის, კონსტანტინე ციხისთავის სკანდალური ინფორმაცია, რომ 26 წლის ჟურნალისტის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით მოხდა, არც მოკულის ოჯახს გაჰკვირვებია და არც – საზოგადოებას. „P.S.“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარი და შოკისმომგვრელი ამბავი ისაა, რომ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, […]
მოქალაქემ გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა და შენდობა ითხოვა
გორში, ხარების სახელობის ეკლესიაში ხელყომბარა იპოვეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ხელყუმბარა ეკლესიაში მრევლმა აღმოაჩინა. მოგვიანებით ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მივიდა. როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, ხელყუმბარა მოქალაქემ წერილთან ერთად დატოვა. მეუფეს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეს ხელყუმბარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰქონდა შენახული და არ იცოდა, სად წაეღო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეკლესიაში დაეტოვა და […]
მეუფე შიო – ”თუ მარხვა, სიმდაბლის ნაცვლად, ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო”
– თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მარხვის მნიშვნელობაზე საუბრისას მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანისთვის საიდუმლო უნდა იყოს. – უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი […]
დოდო გუგეშაშვილი – “ჩემი შვილის გარეშე არ ვაპირებ ცხოვრებას”
– ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი, სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის, ქარვის გადატანაში დახმარება სთხოვა. დოდო […]










