კატეგორია: საზოგადოება

მეუფე იაკობი – „მონობაში სიცოცხლეს ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი“

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა და ოკუპანტი სახელმწიფო გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებისთვის სიკვდილი ჯობია: “მონობაში სიცოცხლეს ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად მასე მირჩევნია. დღეს საქართველო არის დიდი განსაცდელის წინაშე. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა. ჩვენ ხო მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა ან ისე ან ისე, შეშინებულები […]

ნინო სუხიშვილი – “ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ”

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური ბალეტი უკრაინაში გასტროლებს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. როგორც სუხიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ წუთებში დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებიან, საიდანაც პოლონეთის საზღვრამდე ავტობუსებით გადაინაცვლებენ. “ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში. მაგრამ გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც ჩაიდინა […]

სუხიშვილები ლუცკის სასტუმროში არიან, ესმით აფეთქებების ხმა

ქართულ ნაციონალურ ბალეტს “სუხიშვილებს” უკრაინაში 42 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ანსამბლის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი გუშინ ფეისბუქზე წერდა, რომ პოლონეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ, უკრაინის 35 ქალაქში, კონცერტების ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ. უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე, “სუხიშვილებზე” სიახლის გასაგებად ანსამბლის აღმასრულებელ მენეჯერს, ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა. ხატია ეკიზაშვილი: – ანსამბლი ამჯერად ქალაქ ლუცკში, ჯერჯერობით, სასტუმროში იმყოფება. დღეს უნდა ჰქონოდათ ლუცკში […]

იტალიაში 3 ქართველი ტყუპი – გაბრიელი, მატეო და დემეტრე დაიბადა

იტალიაში, რეჯო-კალაბრიაში ქართველი სამი ტყუპი გაბრიელი, მატეო და დემეტრე დაიბადნენ. ახალშობილების დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამივე ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა და სამივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. როგორც სამშობიარო კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, „ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ბოლოს, სამი ტყუპი, სამი წლის წინ დაბადა. „დიდი სიხარულია პალატაში და, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის და […]

მალხაზ თოფურიამ ნონა მამულაშვილს პირდაპირ ეთერში ჭიქა ესროლა

„ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” ერთმანეთს მალხაზ თოფურია და ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათისას თოფურიამ მამულაშვილს ჭიქა ესროლა.

მიხეილ ცაგარელი – რა უნდა გავაკეთოთ დღეს 22 საათსა და 22 წუთზე

დღეს ყველაზე ძლიერი სარკისებური თარიღის დღეა! 22. 02. 2022 მთვარის 22-ე დღე ასეთი დღე მხოლოდ 180 წლის შემდეგ განმეორდება. ეს გახლავთ გარდამტეხი წერტილი თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალში… და აი რატომ, სარკისებური თარიღი, ცვლილებების ენერგიებით არის აღსავსე, ეს პერიოდი გაყოფს სამყაროს ,,დო ი პოსლე “ ანუ ,,-მდე “ და ,,შემდეგ “ პერიოდებად… ამიტომ ნუმეროლოგები გვირჩევენ მოვემზადოთ და […]

საქართველოში ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

დაწესებულებებში შესვლისას მოქალაქეებს სიცხეს აღარ გაუზომავენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში შესვლისას მოქალაქეებს სიცხეს აღარ გაუზომავენ. გარდა ამისა, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება. “უქმდება თერმოსკრირინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს”, – თქვა საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ.

თამთა დემურიშვილი მოხსნეს

ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოსტიდან მოხსნეს, „პირველების” ინფორმაციით, თამთა დემურიშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი შეფი, მალხაზ ურთმელიძე შეცვლის. ურთმელიძე ფაქტს „ტვ პირველთან” არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ურთმელიძეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს, მძიმე ბრალდებებს უყენებდა. ურთმელიძე არის ის პირი, ვინც  გორიდან  სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების […]

ქობულეთთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ქობულეთთან მიწისძვრა მოხდა.ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 22:22 საათზე მოხდა და მისი მაგნიტუდის სიდიდე 3.7 (ML) შეადგენდა. იპნ