სუხიშვილები ლუცკის სასტუმროში არიან, ესმით აფეთქებების ხმა

სუხიშვილები ლუცკის სასტუმროში არიან, ესმით აფეთქებების ხმაქართულ ნაციონალურ ბალეტს “სუხიშვილებს” უკრაინაში 42 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ანსამბლის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი გუშინ ფეისბუქზე წერდა, რომ პოლონეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ, უკრაინის 35 ქალაქში, კონცერტების ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ.

უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე, “სუხიშვილებზე” სიახლის გასაგებად ანსამბლის აღმასრულებელ მენეჯერს, ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა.

ხატია ეკიზაშვილი:

– ანსამბლი ამჯერად ქალაქ ლუცკში, ჯერჯერობით, სასტუმროში იმყოფება. დღეს უნდა ჰქონოდათ ლუცკში კონცერტი.

მე ვეკონტაქტე ნინო სუხიშვილს. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რას და როგორ აპირებენ, უცნობია. დავეკონტაქტებით ჩვენს ელჩს, იქაურ პროდიუსერებს. საჰაერო სივრცე დაკეტილია, გამოფრენა შეუძლებელია. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.  რჩებიან ლუცკში, სასტუმროში.

ქალაქი ლუცკი სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილია. როგორც ვიცი, მისი აეროპორტი დაიბომბა. როგორც ჩვენებმა მითხრეს, აფეთქებების ხმა ესმოდათ. ვინაიდან ლუცკი დასავლეთ უკრაინაშია, მეტნაკლებად უსაფრთხოა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

პრაიმ ტაიმი