კატეგორია: საზოგადოება

დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელ 1090 დოლარი ღირს

დემნა გვასალიას ახალი შემოქმედება – ბალენსიაგას ახალი ‘Defender Sneaker’ ორ ფერში. ფეხსაცმელი გაყიდვაში პირველი მარტიდან ჩაეშვება და მისი ღირებულება 1090 ამერიკული დოლარი იქნება.

დაკარგული ამერიკელი ტურისტი იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, დაკარგული ამერიკელი ტურისტი ცოცხალი იპოვეს. „მთავარს” ინფორმაცია მისმა მეგობარმა დაუდასტურა, თუმცა სად და რა ვითარებაში იპოვეს ალექს ლოიჯი, ან სად იყო ის სამი დღის განმავლობაში, მან ჯერჯერობით არ იცის.

გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა 

გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი ავრცელებს. “მე-14 დაწესებულებაში 90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. სად უნდა გადაიყვანონ ამდენი ადამიანი? ვერსად, გამოიკეტებიან ისევ და მოედება მთელს ციხეს.”- აცხადებს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 760 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„მთელი ხობი გლოვობს”- კორონავირუსს ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

კორონავირუსით ხობელი ცნობილი ექიმი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სენაკში, კლინიკა “სენა-მედში” გადიოდა. „მთელი ხობი გლოვობს – ქალაქმა დაკარგა ცნობილი ექიმი”,- ამბობს „გურია ნიუსთან” წყარო. ექიმის გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან” ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი ადასტურებს. „გარდაიცვალა ჩვენი ყოფილი ექიმი. წლები ეწეოდა სამედიცინო მოღვაწეობას.  იყო მძიმე პაციენტი. გაურთულდა კოვიდი და […]

 კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი.  იგი 87 წლის  იყო. ლომერ ახვლედიანმა 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1975 წელს კი  – მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით. ლომერი ახლედიანი იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციისა და […]

სალომე ზურაბიშვილს „მის საქართველოს“  კონკურსანტი იცავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი 30 წლის თამუნა რიჟამაძეა. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს დაცვის ერთი წევრი თავისივე სქესის უნდა ჰყავდეს. თამუნა „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტია. ქუთაისელი გოგონა ინგლისური ენის სპეციალისტია. სწავლობს ასევე იურიდიულზე და მაგისტრატურა გავლილი აქვს პიარის მიმართულებით. როგორც გაირკვა, თამუნა სტუდენტობის დროს მუდმივად ვარჯიშობდა. სამხედრო განათლებასა და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე […]

იულონ გაგოშიძე, მისი ოჯახური კლანი ფიქრობს, რომ ეროვნული მუზეუმი მათი „ბუტკაა” – წულუკიანი

„იულონ გაგოშიძე, მისი ოჯახური კლანი ფიქრობს, რომ ეროვნული მუზეუმი მათი „ბუტკაა” – ამის შესახებ  კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ინტერვიუსას განაცხადა: „ადამიანების ერთი ნაწილი, რომლებსაც არ მოსწონთ ის ცვლილებები, რომელიც კულტურის სამინისტროში მე-10 თვეა მიმდინარეობს, ორ ჯგუფად იყოფა. ერთი არის ჯგუფი, რომელსაც შემიძლია გავუგო, ესაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ხელოვნებათმცოდნე, ან სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, […]

გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე

გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე. იგი 89 წლის იყო. გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორებიცაა: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების […]

ლადო ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური კომიტეტიდან სტიპენდიის სახით 64.800 ლარი მიიღო

ლადო ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური კომიტეტიდან სტიპენდიის სახით 64 800 ლარი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ, მის 2022 წლის დეკლარაციაშია ასახული, სადაც წერია, რომ ეს თანხა მან 2021 წლის განმავლობაში მიიღო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხინჩეგაშვილი უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთებს ფლობს როგორც გორის მუნიციპალიტეტში, ისე საქართველოს სხვა რეგიონში.

მოკრივე გიორგი გაგლოევის მამიდა, რიმა გაგლოევი ინგუშეთში გაუჩინარდა 

ოსი მოკრივე გიორგი გაგლოევი ავრცელებს ვიდეომიმართავს, რომლითაც ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს სთხოვს მამიდის რიმა გაგლოევის გათავისუფლებაში დახმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიის 3 რესპუბლიკის – ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მედია ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რიმმა გაგლოევას ეძებს, რომელიც გროზნოდან ბესლანისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. რიმა გაგლოევის გაუჩინარება ჩრდილოეთ […]