„მთელი ხობი გლოვობს”- კორონავირუსს ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

„მთელი ხობი გლოვობს”- კორონავირუსს ცნობილი ექიმი ემსხვერპლაკორონავირუსით ხობელი ცნობილი ექიმი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სენაკში, კლინიკა “სენა-მედში” გადიოდა.

„მთელი ხობი გლოვობს – ქალაქმა დაკარგა ცნობილი ექიმი”,- ამბობს „გურია ნიუსთან” წყარო.

ექიმის გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან” ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი ადასტურებს.

„გარდაიცვალა ჩვენი ყოფილი ექიმი. წლები ეწეოდა სამედიცინო მოღვაწეობას.  იყო მძიმე პაციენტი. გაურთულდა კოვიდი და ამან გამოიწვია გარდაცვალება”, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს  შორენა საბახტარაშვილი.