კატეგორია: საზოგადოება

მოსკოვთან დღეს დანიშნული პირდაპირი რეისი გაუქმდა

დღეს, 28 იანვარს Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ფრენის გაუქმება “ატეხილ აჟიოტაჟს” დაუკავშირა. შეგახსენებთ: საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. „გავრილოვის ღამისა” და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს

ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  17.066 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 5.397 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 42 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4.894.

„ჩემი ხელით დავანგრევ, დავიღუპები…არ დაანგრიოთ” – ორხევში ბულდოზერმა სახლებს გადაუარა

ორხევის დასახლებაში მცხოვრები  6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და […]

სოფელ ავნევში, მდინარე ფრონეზე არგენტინული მახრჩობელა გველი იპოვეს

ზნაურის რაიონის სოფელ ავნევის სიახლოვეს მდინარე ფრონეზე დიდი ზომის გველი იპოვეს. ამის შესახებ ფოტოებს ცხინვალელი ჟურნალისტი ვლადიმერ გაბაევი ავრცელებს. მას ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდან დაუკავშირდნენ და გველის შესახებ აცნობეს. “თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია – ბოა. ასეთი გველები […]

27 წლის შაკო ზოსიაშვილს დახმარება სჭირდება

27 წლის შაკო ზოსიაშვილს დახმარება სჭირდება. ის 24 იანვარს გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაუდგინდა გულის აორტის ანევრიზმა, ოპერაციას მოჰყვა გართულებები, რის გამოც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: თიბისი ბანკი: #GE94TB7503745061100002 საქართველოს ბანკი: #GE31BG0000000124362400 მიმღები გიორგი ზოსიაშვილი რუსთავი 2

მეუფე იაკობი – “როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ, ტირილს დავიწყებ?!”

ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ, ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ და ვიტყვი, რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მან სასულიერო პირებს მოუწოდა „ჭკვიანად იყონ“ და ზედმეტად ნურავის დაიცავენ, თორემ პასუხი ყველას მოეთხოვება. „ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა […]

გიორგი ფხაკაძე – „კოვიდ ინფიცირებულებს სპერმის ხარისხი უფუჭდებათ”

„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. „კოვიდინფიცირებულ ადამიანებში, სამწუხაროდ სპერმის ხარისხი ძალიან დავარდნილია. ყვითელი პრესა არ არის, ვსაუბრობთ კონკრეტული კვლევებით. კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ. ძალიან რთული პრობლემაა, ბოდიში მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ […]

„მარტო პირბადე, მარტო ხელების ბანა საქმეს არ უშველის“ – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის წირვაზე ქადაგებისას განაცხადა: „ძნელია ასე ცხოვრება, ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს უკვე, ხედავთ, რა რთულია, ის ადამიანური, რაც მთავარი იყო ჩვენში ურთიერთობები, ის იკარგება. მარტო პირბადე, მარტო ხელების ბანა, მარტო პირის დაბანა, თუმცა, პირბადის გარდა ყველაფერს ისედაც ვაკეთებდით ყველანი, საქმეს არ უშველის და აუცილებელია ის ურთიერთობები აღდგეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც, რაც […]

არტ თაიმ სტუდიამ დაუნის სინდრომიანი ბავშვი გაკვეთილებზე არ დაუშვა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი არტ თაიმ სტუდიამ გაკვეთილებზე არ დაუშვა. ომბუდსმენი ამბობს, რომ ბავშვი დედამ 2021 წლის მარტში, არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით, ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა მას ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, […]

ნეკრესის ეკლესიის მღვდელი მამა გიორგი კირკიტაძე კოვიდისგან გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. სასულიერო პირი ბოლო რამდენიმე  კვირის  განმავლობაში  საავადმყოფოში  მკურნალობდა. რუსთავი 2