მოსკოვთან დღეს დანიშნული პირდაპირი რეისი გაუქმდა

მოსკოვთან დღეს დანიშნული პირდაპირი რეისი გაუქმდადღეს, 28 იანვარს Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ფრენის გაუქმება “ატეხილ აჟიოტაჟს” დაუკავშირა.

შეგახსენებთ: საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. „გავრილოვის ღამისა” და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.