მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილ იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. “მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა, რის შემდეგაც, შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის […]
კატეგორია: შემთხვევა
ბათუმი-ქედას გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა. საჭიროა აფეთქებითი სამუშაოები, ვინაიდან ქვის მასა ძალიან დიდია და სხვა გზით ვერ ხერხდება გზის გაწმენდა. ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს რამდენიმე წერტილზე გაბურღვა, რის შემდეგაც მოხდება აფეთქება. სავარაუდოდ, გადაადგილება ამ გზაზე დღის მეორე ნახევრამდე შეზღუდული იქნება. დიდი რაოდენობით მიწის მასა სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა. შედეგად არავინ […]
წყალტუბოში მანქანა გზიდან გადავარდა და ბოძს დაეჯახა
წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. გაზის მილთან დაჯახების შემდეგ მანქანა მდინარის ნაპირზე გადავარდა. დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. მთავარი
ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე. „გზის მონაკვეთზე […]
რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა – ვიდეო
7 მაისს რუსთავი ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ექსკავატორი, რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა, ხიდს გამოედო და დააზიანა. ჩამონგრეულია ბეტონის ფილები და მილები, რომლებიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ავარიის დროს ბეტონის ფრაგმენტები დაბლა ჩამოიყარა. მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მან ვერ გათვალა სიმაღლე და შემთხვევით დააზიანა ხიდი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ექსკავატორი […]
მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში ავარიაში დაიღუპა
6 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე. მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს. მანქანაში მყოფი 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. დაშავებულის გადაყვანა […]
“ალბათ საჭესთან ჩაეძინა” – ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის 29 წლის მძღოლი გარდაიცვალა. მძიმე ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა. გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეების მკვიდრი იყო. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ტრაქტორი ხევში გადაიჩეხა. „ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ […]
ბათუმის ბულვართან მანქანების შეჯიბრებას 1 ადამიანი შეეწირა
აჭარაში, ბათუმის ბულვარის მიმდებარედ, ავარია მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომანქანებით ეჯიბრებოდნენ, როდესაც შეჯახება მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავაშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ქუთაისში ველოსიპედისტი გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
ქუთაისში გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მოზარდს რამდენიმე საათის წინ დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით […]
“ბავშვს არცერთი კიდური საღი აღარ აქვს” – ქუთაისში მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის გამოც გზად მიმავალ ბავშვს დაეჯახა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. „ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. ბავშვი მთლიანად დეფორმირებულია“, – ამბობენ თვითმხილეველები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც […]









