რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა – ვიდეო

რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა - ვიდეო7 მაისს რუსთავი ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ექსკავატორი, რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა, ხიდს გამოედო და დააზიანა. ჩამონგრეულია ბეტონის ფილები და მილები, რომლებიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ავარიის დროს ბეტონის ფრაგმენტები დაბლა ჩამოიყარა.

მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მან ვერ გათვალა სიმაღლე და შემთხვევით დააზიანა ხიდი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ექსკავატორი სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია ან უწყების დაკვეთით გადაჰქონდათ.

ავარიის შედეგად სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით მოძრაობდნენ, ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

ინფორუსთავი