კატეგორია: შემთხვევა

ხანძარი ქავთარაძეზე – დაიღუპა ხანშიშესული ქალი

ხანძარი ქავთარაძეზე - დაიღუპა ხანშიშესული ქალი

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლის მე-15 სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე […]

მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა – 1 დაიღუპა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია

მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა - 1 დაიღუპა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია

მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

სტეფანწმინდაში ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო – რუსი ქალი დაიღუპა, 2 ადამიანი გადარჩა

სტეფანწმინდაში ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო - რუსი ქალი დაიღუპა, 2 ადამიანი გადარჩა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 4 თებერვალს საღამოს მოხდა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა კურორტზე, თოვლის მასამ ხევში გადააგდო.ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული – საქართველოს მოქალაქე. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის […]

მამა მაღაზიაში გავიდა, დედას და შვილებს ეძინათ, ბუხარი ანთებული იყო – ბაღდათში დაღუპულები გველესიანები არიან

მამა მაღაზიაში გავიდა, დედას და შვილებს ეძინათ, ბუხარი ანთებული იყო - ბაღდათში დაღუპულები გველესიანები არიან

ბაღდათში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 2 გოგო და 2 ბიჭი – ბავშვები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდნენ. დაღუპულები გვარად გველესიანები არიან. ისინი ამ ძველ სახლში თვითნებურად მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ოჯახის დიასახლისს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მეუღლე მაღაზიაში იყო. როგორც ის თანასოფლელებთან აცხადებს, ცოლ-შვილი სახლში დაძინებული […]

ბაღდათში ხანძარში დედა, 4 შვილი და 1 ხანშიშესული ქალი დაიღუპნენ

ბაღდათში ხანძარში დედა, 4 შვილი და 1 ხანშიშესული ქალი დაიღუპნენ

ბაღდათში ხანძრის შედეგად, 6 ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი. არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. […]

ავარია სოფელ ნახშირღელეში – 1 ადამიანი დაშავდა

ავარია სოფელ ნახშირღელეში - 1 ადამიანი დაშავდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მძღოლი, რომელმაც დაზიანება ფეხზე მიიღო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

დაახლოებით ერთი საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მიზეზი ხანძარია, რომელიც მიკროავტობუსს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი ელექტრობის გამო აალდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გამოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა. ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მანქანა უკვე დამწვარი დახვდა. მიკრო ავტობუსი კომპანია “პე-ეს-პეს” ეკუთვნის. რუსთავი 2

რუსთავთან მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა – 4 კაცი დაშავდა – ვიდეო

რუსთავთან მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა - 4 კაცი დაშავდა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბანის გზაზე,  სოფელ ნაგებამდე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “ფორდ მუსტანგის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარია სოფელ კოდასთან, დაშავებულია ორი ადამიანი 

ავარია სოფელ კოდასთან, დაშავებულია ორი ადამიანი 

უმძიმესი ავარია სოფელ კოდაში – ტაქსისა და საპირიპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია ორივე მანქანის მძღოლი. მათი მდგომარეობა უმძიმესია. დაშავებულებს პირველად დახმარებას ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე მუსაობენ სამართალდამცავები.

გორში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გორში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გორში, მშვიდობის გამზირზე მომხდარ ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ძლიერი შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი, მათგან ერთ „გორმედის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე დაშავებულის, 16 წლის ბიჭის, გადარჩენას კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ხელოვნური სუნთქვის საშუალებით ცდილობდა. დიანიუსი