ზესტაფონში დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი 2 და 4 წელი […]
კატეგორია: შემთხვევა
ზესტაფონში დედა და 2 პატარა შვილი გარდაცვლილები ნახეს
ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და 2 შვილი გარდაიცვალნენ. ბავშვების ასაკი 2 და 4 წელ იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან […]
მამაკაცი, რომელიც მეტრო სამგორის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. ის მეტროსადგურ “სამგორიდან” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ექიმების ცნობით, მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. შეგახსენებთ, გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
მეტრო სამგორის ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი კომაშია – მისი ვინაობა უცნობია
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა თეონა ხუნჭუამ განუცხადა. ამასთან, მისი ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი პაციენტი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ ასაკი უცნობია და, რა თქმა უნდა, ვინაობაც. პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ის კომატოზური […]
მეტრო სამგორში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა
მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული კონტაქტურია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა ილიაუნის დაკვეთით მუშაობდა
მაშველებმა გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს. უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ამასთან, მერიის ცნობით, მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა და მას კავშირი არ აქვს მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ სამუშაოებთან. ილიას სახელმწიფო […]
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა
ასპინძაში ტრაილერები ერთმანეთს შეეჯახნენ – 1 მძღოლი დაშავდა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოსახვევში ერთი ტრაილერი მეორეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი მძღოლი დაშავდა. ინციდენტი დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. „ერთ ტრაილერს მეორეს უკანა მხარეზე ჰქონდა დარტყმული. როგორც ჩანს, ორივე ერთი მიმართულებით მოძრაობდა. ამ მოსახვევში ხშირია ტრაილერების გადაბრუნების შემთხვევები“, – ამბობენ ასპინძაში. შემთხვევის შედეგად, შუახნის კაცი, ტრაილერის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა […]
გორის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
გორის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი “მერსედესის” მარკის ავტომობილს მოეკიდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე თბილისის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დროებით შეჩერდა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ავტომაგისტრალზე ქალაქ გორის სიახლოვეს ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების […]
ლაფანყურში ავარიაში დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, 32 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლოსთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შეგახსენებთ, სოფელ ლაფანყურში დღეს „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. მომხდარზე გამოძიება […]









