ლაფანყურში ავარიაში დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ლაფანყურში ავარიაში დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, 32 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლოსთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, სოფელ ლაფანყურში დღეს „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.