კატეგორია: შემთხვევა

მაშველებმა თუშეთში ავარიაში დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა თუშეთში ავარიაში დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია. “ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები. […]

“გააღვიძე ოლიგარქი” – დაპირისპირება შეკვეთილში

"გააღვიძე ოლიგარქი" - დაპირისპირება შეკვეთილში

“გააღვიძე ოლიგარქი” – შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის ეზოს ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო როდესაც მათ პოლიციამ ტერიტორიის დატოვება ძალის გამოყენებით დაიწყო.

ჭაში ჩავარდნილი 72 წლის ინდიკო ჯომიდავა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ჭაში ჩავარდნილი 72 წლის ინდიკო ჯომიდავა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

72 წლის ინდიკო ჯომიდავას ცხედარი, რომელიც ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ჭის ამოწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა ამოიყვანეს. ჯომიდავას ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მის ამოსაყვანად მაშველები თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შს სამინისტრიმ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. იპნ

ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა – მაშველები მის ამოყვანას ვერ ახერხებენ

ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა - მაშველები მის ამოყვანას ვერ ახერხებენ

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაქირავებული მუშა ჭას თხრიდა. როგორც ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, ჭა დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმისაა, ამიტომ არ იციან, რა მდგომარეობაშია მამაკაცი. ადგილზე სამი მუშა მუშაობდა, ერთ-ერთი მათგანი ჩავარდნილი მამაკაცის შვილია. „სამი ვიყავით, ეს იყო დაბლა. ჩვენ ზევით ვიყავით. ეტყობა გვიმი (ჭის ზღუდე) ჩამოიშალა და […]

ბათუმში ლიფტი ჩავარდა – 4 ადამიანი დაშავდა – საზმაუს ოპერატორს თავში ქვა ჩაარტყეს

ბათუმში ლიფტი ჩავარდა - 4 ადამიანი დაშავდა - საზმაუს ოპერატორს თავში ქვა ჩაარტყეს

ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ექმიების ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ტრავმები ფეხის არეში აღენიშნებათ. შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. სამშენებლო კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებმა ადგილზე მისულ ოპერატორებს ქვები დაუშინეს. […]

ლენტეხში სოკომ 1 ადამიანი მოკლა, 3 საავადმყოფოშია

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მოწამლული ქუთაისში გადაიყვანეს. ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. „ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ. ექიმის თქმით, უცნობია, სოკოს სახეობა, რაც მიიღეს მათ. კიდევ ერთი […]

მაშველებმა თუშეთში კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი იპოვეს – ”ვინც მოასწრო, გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან“

მაშველებმა თუშეთში კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი იპოვეს - ”ვინც მოასწრო, გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან“

ტრაგედია თუშეთის გზაზე – ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია. ტრაგედიას იხსენებენ დაშავებული მოქალაქეების ახლობლები, რომლებიც ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილი გზაზე დაგორდა და ხევში გადავარდა. „მანქანის გაუმართაობას ბრალდება თითქოს ყველაფერი. ზოგი გადმოცვივდა, ერთმა მოასწრო გადმოხტომა და დანარჩენები გადაყვნენ თან. პირველად წავიდა მაგ მანქანით და ეტყობა არ იყო კარგად გამართული. […]

თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენ

თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენ

თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე. შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. […]

შსს – თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია

შსს - თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ […]

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა – 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა - 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები მივიდნენ გამოძახებაზე, თუმცა 60 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცს კი აღენიშნებოდა სხვადასახვა სახის ტრავმული დაზიანებები, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. ის ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადმოიყვანა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის […]