თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენ

თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენთუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.

ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.

იპნ