უმაღლესი რადას დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი კიევში საკუთარ სახლში პისტოლეტის წმენდის დროს დაიღუპა. პისტოლეტი მას ჯილდოს სახით ქონდა მიღებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტიმჩუკი უმაღლეს რადაში 2014 წელს სახალხო ფრონტის სიით აირჩიეს. ის იყო პოლიტიკური და სამხედრო ჟურნალისტი. დეპუტატის ბინაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
კატეგორია: შემთხვევა
ადიგენთან მერსედესი არხში გადავარდა – 2 პირი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანთან. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის გვერდზე, რამდენიმემეტრიან არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი. ერთს გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება, მეორეს კი წარბი აქვს გახეთქილი. ორივე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ გამოკვლევები უტარდებათ. “ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური. ერთს ზედაპირული ექსკორიაციები აღენიშნება, მეორეს უტარდება […]
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის […]
თბილისში, მეტეხის ხიდზე, ქალს ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, მეტეხის ხიდზე, ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალმა ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დრღვევას გულისხმობს. იპნ
რუსთავის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო პარკში. არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.
სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა – ტურისტი თეთნულდიდან გადავარდა
სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 4-კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრი, თეთნულდიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გარდაცვლილი ტურისტი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. რუსთავი 2
თბილისში აბაზანიდან გამოსულ დედას 3 თვის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა
ტრაგედია მოხდა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დედა სახლში იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ქალი აბაზანაში იყო შესული და გამოსვლის შემდეგ ჩვილი გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების განცხადებით, ბავშვის დაღუპვის შესახებ პოლიციას თავად მშობელმა შეატყობინა. მეზობლების თქმით, იმ დროს როდესაც დედა სააბაზანოში იმყოფებოდა, ბავშვი სავარაუდოდ კრუნჩხვებში ჩავარდა და დაიღუპა. ახლობლების თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის […]
ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა – შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა, რის გამოც სამი ავტომობილი დაზიანდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ავტომობილის აფეთქების მიზეზი. ხანძარი ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა მალევე ჩააქრეს.
წნორში ინდოელების საწყობი დაიწვა – განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული
ხანძარი კახეთის რაიონის სოფელ წნორში – ცეცხლი ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა. შენობა სახელმწიფოს კუთვნილი ყოფილი წისქვილკომბინატია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერებს ამოიღებს და მომხდარის დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა […]










